https://sputnik-georgia.com/20210906/ra-mdgomareobaa-saqartvelos-aviabazarze-kvrivisvilis-angarisi-259365148.html
რა მდგომარეობაა საქართველოს ავიაბაზარზე: მარიამ ქვრივიშვილის ანგარიში
რა მდგომარეობაა საქართველოს ავიაბაზარზე: მარიამ ქვრივიშვილის ანგარიში
Sputnik საქართველო
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ. 06.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-06T20:10+0400
2021-09-06T20:10+0400
2021-09-06T22:53+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/16/248091677_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_04e6e9ce138520f9b5c8ed5915a32081.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საჰაერო მიმოსვლა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 90%-ით აღდგა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე.საქართველოში პანდემიის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა 1 თებერვლიდან აღდგა.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, რაც უკვე აისახა დადებით მაჩვენებლებში. კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით აღდგა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ. ამასთან, 91%-ით აღდგა ფრენების მიმართულება; 81%-ით – ფრენების სიხშირე; 72%-ით – ქვეყნების რაოდენობა და 70%-ით – მგზავრთნაკადი. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ევროპის საჰაერო სანავიგაციო უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-მა საქართველო დაასახელა რიგით მეორე ქვეყნად, რომელსაც აქვს ყველაზე სწრაფი აღდგენის დინამიკა ავიაციის კუთხით. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და სხვ. ქვრივიშვილის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე ფუნქციონირებს 40 ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ. მათ შორისაა ისეთი ავიაგადამყვანებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოში არ ფუნქციონირებდნენ. კერძოდ, გერმანული Eurowings, ყაზახური FlyArystan და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოზიტიური დინამიკაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაშიც, სადაც უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 2021 წლის ივლისიდან ბაზა დააბრუნა და განაახლა ფრენები ევროპის 14 ქალაქის მიმართულებით. ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
https://sputnik-georgia.com/20210905/tvitmfrinavi-romelic-tbilisi-venas-reiss-asrulebda-sagangebod-tbilissi-dabrunda-259332900.html
https://sputnik-georgia.com/20210830/tbilisis-saertasoriso-aeroporti-kvlav-armosavlet-evropis-sauketeso-aeroportebis-ateulsia-259159018.html
https://sputnik-georgia.com/20210302/saqartvelosa-da-yazaxets-shoris-aviamimosvla-agdgeba-251052076.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/16/248091677_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_d8f70ed48836b2198beac276e6f8e54a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ეკონომიკა, ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
რა მდგომარეობაა საქართველოს ავიაბაზარზე: მარიამ ქვრივიშვილის ანგარიში
20:10 06.09.2021 (განახლებულია: 22:53 06.09.2021) ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საჰაერო მიმოსვლა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 90%-ით აღდგა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე.
საქართველოში პანდემიის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა 1 თებერვლიდან აღდგა.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ აგვისტოს მონაცემებით აღდგენილია 90%-მდე იმ პირდაპირი მიმართულებების რაოდენობა, სადაც გვაქვს ოპერირება სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავიაციის გაძლიერებამ ხელი შეუწყო მგზავრთნაკადის სწრაფი აღდგენის ტემპს. ყოველივე ეს კი ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე აისახება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, რაც უკვე აისახა დადებით მაჩვენებლებში.
კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით აღდგა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ. ამასთან, 91%-ით აღდგა ფრენების მიმართულება; 81%-ით – ფრენების სიხშირე; 72%-ით – ქვეყნების რაოდენობა და 70%-ით – მგზავრთნაკადი.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ევროპის საჰაერო სანავიგაციო უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-მა საქართველო დაასახელა რიგით მეორე ქვეყნად, რომელსაც აქვს ყველაზე სწრაფი აღდგენის დინამიკა ავიაციის კუთხით. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და სხვ.
ქვრივიშვილის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე ფუნქციონირებს 40 ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ. მათ შორისაა ისეთი ავიაგადამყვანებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოში არ ფუნქციონირებდნენ. კერძოდ, გერმანული Eurowings, ყაზახური FlyArystan და სხვ.
„რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აეროპორტების ჭრილში, ჩვენი ძალისხმევით, თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიათა რაოდენობა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 92%-ით აღდგა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, ბათუმში 106%-ით მეტი ავიაკომპანია 169%-ით მეტ სიხშირეს ახორციელებს. ამასთან, 143%-ით არის გაზრდილი მიმართულებების რიცხვი, საიდანაც ბათუმში ფრენები სრულდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების რიცხვი არ შეცვლილა, მგზავრთნაკადი 106%-ით გაიზარდა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოზიტიური დინამიკაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაშიც, სადაც უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 2021 წლის ივლისიდან ბაზა დააბრუნა და განაახლა ფრენები ევროპის 14 ქალაქის მიმართულებით.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.