თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
Skytrax World Airport Awards 2021 პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ზედიზედ მერვედ მოიპოვა ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტის წოდება
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მერვედ მოხვდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში, იუწყება კომპანია TAV Georgia.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მერვედ დასახელდა Skytrax World Airport Awards 2021-ის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე.
ავიაკომპანია Air Arabia  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანიაა: რეისების 88% აღდგენილია
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად 2021 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდა ასევე ბუდაპეშტის, ბუქარესტის, ტალინის, რიგის, კიევის ბორისპოლის, ბელგრადის, ბრატისლავას, ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. Skytrax World Airport Awards-ის ექსპერტები მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობიან.
ყველა ახალი ამბავი
0