https://sputnik-georgia.com/20210904/saqartvelosi-rekordulad-marali-fasebia-ra-seacerebs-inflacias-qveyanasi-259309746.html
საქართველოში რეკორდულად მაღალი ფასებია: რა შეაჩერებს ინფლაციას ქვეყანაში
საქართველოში რეკორდულად მაღალი ფასებია: რა შეაჩერებს ინფლაციას ქვეყანაში
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს 9% იქნება, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T10:30+0400
2021-09-04T10:30+0400
2021-09-04T10:30+0400
ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/23/248032381_0:0:2973:1673_1920x0_80_0_0_84099f2ef0fd6d11aee55f38ec71b7a2.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის აგვისტოში 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით) 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22,5%), ჯანდაცვაზე (10,9%), ავეჯსა (12,6%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,6%). აგვისტოში სურსათზე ფასი 16,2%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (43,9%), ბოსტნეული (42,2%), რძე (17,3%) და შაქარი (16,9%).2021 წლის აგვისტოში 2021 წლის ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,7%. ივლისში კი ინფლაცია 1,3% იყო.რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოშიინფლაციის მაღალი დონის მიზეზად საქართველოს ეროვნული ბანკი ასახელებს ფასების მკვეთრ ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის საწვავსა და სურსათზე, ასევე მაღალი მოთხოვნის რესურსის გამოფიტვას მისი შესუსტების შემდეგ 2020 წელს დაფიქსირებული დაბალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე.რეგულატორის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს მიზნობრივი 3%-იან მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი იქნება და წლის ბოლოსთვის 9%-ს მიაღწევს.რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით მზარდი ინფლაციის ფონზე ნავარაუდევია მონეტარული პოლიტიკის 0,5 საპროცენტო პუნქტით გამკაცრებაც დღეისათვის განსაზღვრულ რეფინანსირების 10%-იან განაკვეთთან შედარებით.ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში იოსებ არჩვაძე მიიჩნევს, რომ ინფლაცია ყოველთვის არ უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და მოხმარების საგნების წარმოების გაძვირებას.მისი თქმით, მოსახლეობის ფულადი სახსრების შარშანდელ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში ინფლაცია ნაკლები იქნებოდა. გარდა ამისა, მოსახლეობამ ოთხი თვის განმავლობაში დაზოგა თანხები კომუნალურ მომსახურებაზე და წელს ეს თანხები გადანაწილდა სხვა მიმართულებებზე, რამაც ასევე იქონია გავლენა ინფლაციის ზრდაზე, აღნიშნა ექსპერტმა.შეძლებს თუ არა ეკონომიკური ზრდა ინფლაციის შეკავებას„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს 6%-იანი ვარდნის შემდეგ მიმდინარე წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღორძინების პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ივლისში რეალური მშპ-ის ზრდამ შეადგინა 9,9% (2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ბოლო თვეებში მიმდინარე ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტენდენცია მიმდინარე წლის ბოლომდე გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე.„ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სტაბილიზაციის პროცესი წავა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროგნოზი. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ ინფლაციური პროცესები უფრო შემცირდება. თუნდაც იმის გამო, რომ ლარი სტაბილურია, იმპორტული საქონელი აღარ გაძვირდება და ეს ფაქტორი მოიხსნება", — განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.
https://sputnik-georgia.com/20210817/inflacia-rekordulad-izrdeba-252602257.html
https://sputnik-georgia.com/20210830/rogor-seicvala-fasebi-samrewvelo-produqciaze-258911233.html
https://sputnik-georgia.com/20210903/rasi-daxarjavs-ssf-s-fuls-saqartvelos-259305743.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/23/248032381_104:0:2835:2048_1920x0_80_0_0_d33af2ab181eb53786bf8f85de965aa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
საქართველოში რეკორდულად მაღალი ფასებია: რა შეაჩერებს ინფლაციას ქვეყანაში
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს 9% იქნება, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის აგვისტოში 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით) 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“
მასალებში.
ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22,5%), ჯანდაცვაზე (10,9%), ავეჯსა (12,6%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,6%). აგვისტოში სურსათზე ფასი 16,2%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (43,9%), ბოსტნეული (42,2%), რძე (17,3%) და შაქარი (16,9%).
2021 წლის აგვისტოში 2021 წლის ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,7%. ივლისში კი ინფლაცია 1,3% იყო.
რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში
ინფლაციის მაღალი დონის მიზეზად საქართველოს ეროვნული ბანკი ასახელებს ფასების მკვეთრ ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის საწვავსა და სურსათზე, ასევე მაღალი მოთხოვნის რესურსის გამოფიტვას მისი შესუსტების შემდეგ 2020 წელს დაფიქსირებული დაბალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე.
რეგულატორის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს მიზნობრივი 3%-იან მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი იქნება და წლის ბოლოსთვის 9%-ს მიაღწევს.
რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით მზარდი ინფლაციის ფონზე ნავარაუდევია მონეტარული პოლიტიკის 0,5 საპროცენტო პუნქტით გამკაცრებაც დღეისათვის განსაზღვრულ რეფინანსირების 10%-იან განაკვეთთან შედარებით.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში იოსებ არჩვაძე მიიჩნევს, რომ ინფლაცია ყოველთვის არ უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და მოხმარების საგნების წარმოების გაძვირებას.
„ჩემი შეფასებით, ინფლაციის ზრდაში ასევე ერთობლივი მოთხოვნის ზრდის პროცესიც მონაწილეობს. ანუ, ერთდროულად მიმდინარეობს როგორც წარმოების გაძვირების, ისე გადახდისუნარიანი მოთხოვნის ზრდა. მათ შორის შეფარდება უპირობოა, მაგრამ ჩავთვალოთ 2/1. ანუ ინფლაციის ყოველ 3%-ზე 2% განპირობებულია წარმოების გაძვირებით, ხოლო 1% - სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდით. ასე რომ ამ კუთხით ყველაფერი არც ისე ნეგატიურადაა“, - განაცხადა არჩვაძემ
Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მოსახლეობის ფულადი სახსრების შარშანდელ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში ინფლაცია ნაკლები იქნებოდა. გარდა ამისა, მოსახლეობამ ოთხი თვის განმავლობაში დაზოგა თანხები კომუნალურ მომსახურებაზე და წელს ეს თანხები გადანაწილდა სხვა მიმართულებებზე, რამაც ასევე იქონია გავლენა ინფლაციის ზრდაზე, აღნიშნა ექსპერტმა.
შეძლებს თუ არა ეკონომიკური ზრდა ინფლაციის შეკავებას
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს 6%-იანი ვარდნის შემდეგ მიმდინარე წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღორძინების პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ივლისში რეალური მშპ-ის ზრდამ შეადგინა 9,9% (2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ბოლო თვეებში მიმდინარე ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტენდენცია მიმდინარე წლის ბოლომდე გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სტაბილიზაციის პროცესი წავა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროგნოზი. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ ინფლაციური პროცესები უფრო შემცირდება. თუნდაც იმის გამო, რომ ლარი სტაბილურია, იმპორტული საქონელი აღარ გაძვირდება და ეს ფაქტორი მოიხსნება", — განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.