https://sputnik-georgia.com/20210830/rogor-seicvala-fasebi-samrewvelo-produqciaze-258911233.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში
Sputnik საქართველო
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე. 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T10:14+0400
2021-08-30T10:14+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251563518_0:252:1365:1020_1920x0_80_0_0_9b74d3bce670852d52e622ac8d6a416b.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,7%-ით, მათ შორის სურსათზე – 17,4%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 0,2%-ით.მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით შემცირდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივლისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,8%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 21%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 21,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 21%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 12,6%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 11,2%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 10,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 28,9%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 21,9%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 21,9%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის ივლისში 11,9% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 14,1%-ით გაიზარდა. ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,3% შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210804/saqartveloshi-fasebi-izrdeba-axali-statistika-252499631.html
https://sputnik-georgia.com/20210820/eqsporti-izrdeba-252628373.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251563518_154:282:1259:1110_1920x0_80_0_0_97489b30f598f984e9b09c8820fad13d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში
10:14 30.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“
მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,7%-ით, მათ შორის სურსათზე – 17,4%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 0,2%-ით.
მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით შემცირდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივლისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 21%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 21,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 21%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 12,6%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 11,2%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 10,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 28,9%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 21,9%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 21,9%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის ივლისში 11,9% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 14,1%-ით გაიზარდა. ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,3% შეადგინა.