რაში დახარჯავს საქართველო სსფ-ის „მსუბუქ ფულს“

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისსფ–ს ლოგოტიპი
სსფ–ს ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
აგვისტოს მიწურულს ძალაში შევიდა სსფ-ის გადაწყვეტილება ე.წ. SDR-ის უმსხვილესი გადანაწილების შესახებ ფონდის ისტორიაში. „Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა ექსპერტების მოსაზრებით, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე აღნიშნული გადაწყვეტილება.
სკორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკა კოლოსალურად დააზარალა. და, მართალია, განვითარებადი ქვეყნები ნელ-ნელა ახერხებენ ფეხზე დადგომას, ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ვითარების სტაბილიზაციასა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
COVID-19-ის შედეგებთან გასამკლავებლად ქვეყნების დახმარების მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. 23 აგვისტოს ძალაში შევიდა გადაწყვეტილება 650 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის სპეციალური უფლების (SDR) გადანაწილების შესახებ სსფ-ის წევრ ქვეყნებს შორის. ესაა SDR-ის ყველაზე მსხვილი გადანაწილება სსფ-ის ისტორიაში და სტიმული მსოფლიო ეკონომიკისთვის უპრეცედენტო კრიზისის დროს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეოგორიევა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
„პარტნიორობის საუკეთესო დადასტურება“ – სსფ-მა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა
„SDR – არის კრედიტი, სესხის სპეციალური უფლება. ის არ არის კრედიტი, რომელსაც, ჩვეულებრივ, სსფ-სგან იღებენ. აქ სულ სხვა პირობებია. ძალიან იაფი სესხია, სპეციალურად აფრიკული ქვეყნებისთვის. როდესაც აფრიკაში კორონავირუსი გავრცელდა, მათ ვერ ისესხეს ფული სავალუტო ფონდისგან, რადგან ვერ გაისტუმრებდნენ პროცენტს. SDR ძალიან გრძელვადიანი კრედიტია, თითქმის უპროცენტო. ეს იმისთვის, რომ ქვეყნებმა თავი დააღწიონ რთულ სიტუაციას, რომელიც პანდემიის შედეგად შეიქმნა“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
SDR-ის გადანაწილებაში ქვეყნების წილი სსფ-ში შეესაბამება მათ კვოტებს – წილს ფონდის კაპიტალში. მაგალითად, საქართველოს წილია 0,04%. წილის მოცულობა გამოითვლება ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოების მშპ-ს, საგადასახადო ბალანსსა და საერთაშორისო რეზერვებს.
გამოყოფილი 650 მილიარდიდან 275 მილიარდი ერგოთ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის 25 მილიარდი – დსთ-ის წევრებსა და საქართველოს. საქართველომ მიიღო 182,4 მილიონი SDR.
სესხის სპეციალური უფლება (SDR) – ესაა ფიზიკური ფორმის არმქონე საშუალება ფონდის საგადასახადო ანგარიშებისთვის. SDR-ის კურსი გამოითვლება ყოველდღიურად დოლარის, ევროს, იენის, ფუნტი სტერლინგისა და იუანის გაცვლითი კურსების საფუძველზე.
სუვერენული რეიტინგებისა და მაკროეკონომიკური ანალიზის ჯგუფის ანალიტიკოსი ალექსანდრე ჯიოევი აღნიშნავს, რომ ქვეყნებს SDR-ის განაწილება საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლიათ.

„შესაძლებელია გამოყოფილი თანხის შენახვა სესხის სპეციალური უფლების ფორმით ქვეყნის რეზერვში და მომავალში მისი გამოყენება სსფ-ის (ან სხვა საფინანსო ინსტიტუტის) წინაშე ვალის გასასტუმრებლად, ან კეთილი ნების გამოვლენა და თანხის უფრო შეჭირვებული ქვეყნებისთვის გადაცემა“, – აღნიშნა ჯიოევმა.

თუმცა, მისი აზრით, სახსრების გამოყენება შეიძლება სსფ-სგან ტრანზაქციების ფარგლებს გარეთაც მყარ ვალუტაზე მისი გადაცვლის გზით. ამ შემთხვევაში თანხა შესაძლოა დაიხარჯოს, მაგალითად, სოციალური ხარჯის დასაფინანსებლად, სახელმწიფო ვალის გასასტუმრებლად ან სტრუქტურული რეფორმებისთვის.
რაში დახარჯავს საქართველო SDR-ს
შენგელიას სიტყვებით, იმას, თუ რას მოხმარდება საქართველოში SDR, მხოლოდ პოსტფაქტუმ გავიგებთ, როდესაც ფული უკვე დახარჯული იქნება.
„ზუსტად ვერ ვიტყვი, რისთვის გამოიყენებს მთავრობა და რას დააფინანსებს ამ ფულით. ამას მოგვიანებით გავიგებთ, როდესაც თანხა დაიხარჯება. მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი იმაზე მსჯელობა, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად დაიხარჯა ფული“, – აღნიშნა მან.
ნახევარფაბრიკატების საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება: როგორ დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ თანხა შეიძლება მოხმარდეს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პროგრამების რეალიზებას.
„საქართველოში რთულია იმ დარგების დასახელება, რომლებსაც ინვესტიციები არ სჭირდება – დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული სამედიცინო სფეროთი. პირველ რიგში საჭიროა სამედიცინო სფეროს დახმარება, რომელიც პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა“, – აღნიშნა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
მისი სიტყვებით, სექტემბრიდან დაიწყება დიდი პროგრამა – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების კომპლექსი, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკის განვითარებას, ექსპორტის ზრდას და იმპორტის ჩანაცვლებას.

„ამ ფინანსური სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოყალიბდება უცხოური სესხის ხარჯზე, მათ შორის, SDR-ის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ხაზით“, – აღნიშნა არჩვაძემ.

1 სექტემბრიდან გაფართოვდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ისახავს მიზნად. მას დაემატა ახალი პროექტები, რომლებიც 2021-2022 წლებში 1,3 ათასამდე ადგილობრივ მეწარმეს დაეხმარება.
მდიდრები ღარიბებს დაეხმარებიან
სსფ ფონდის უფრო შეძლებულ წევრებს სთავაზობს მათთვის განკუთვნილი თანხის ნაკლებად შეძლებული ქვეყნებისთვის გადანაწილებას. „მდიდრებისგან“ ამგვარი დახმარების იმედი „ღარიბ“ საქართველოსაც შეიძლება ჰქონდეს.
„90-იან წლებში საქართველოს გარანტად ჰოლანდია გამოდიოდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. უფრო განვითარებული ქვეყნები პერიოდულად „მოწყალებას იღებენ“ და ეხმარებიან განვითარებად ქვეყნებს ფინანსურად, კორონავირუსის ვაქცინებით“, – ამბობს არჩვაძე.
ექსპერტის თქმით, პირველ რიგში, ასეთი ნაბიჯი შეიძლება გადადგან განვითარებულმა ქვეყნებმა – G7-ის ან G20-ის წევრებმა.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 50 მილიონი ევროთი დაეხმარება
მეზობლებისგან დახმარების ლოდინი არ ღირს. სამეზობლოში ყველაზე ნაკლებად ეს თანხა რუსეთს სჭირდება, მაგრამ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში მისგან ფინანსური დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს.
„საერთოდ დიპლომატიურად ამბობენ, რომ არასდროს არ უნდა თქვა „არა“, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გათვალისწინებით, ეს ნაკლებ მოსალოდნელია. 70-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო, შეიძინა ან შეღავათიანი პირობებით მოიპოვა ვაქცინა „სპუტნიკ V“, მაგრამ საქართველო მათ რიცხვში არ არის. იგივე ვრცელდება ფინანსურ ურთიერთობებზე. ჩვენ შორის კავშირი მინიმალურია“, – განმარტა არჩვაძემ.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პერიოდულად გადმოეცემა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიანი კრედიტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ქართული ეკონომიკის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მეტ-ნაკლებად სტაბილურს და მომავალში გადახდისუნარიანს. გარდა ამისა, დადებითად აფასებს ქვეყანას არაერთი სარეიტინგო კომპანია.
„საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ვალის გადახდა შეუძლია. ეს ფულიც არ დაიკარგება“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
როგორც ნიკა შენგელია ფიქრობს, თუ რომელიმე ქვეყანა საქართველოს თავისი SDR-ის ნაწილს გადასცემს, ეს წმინდა პოლიტიკური სვლა იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0