„პარტნიორობის საუკეთესო დადასტურება“ – სსფ-მა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეოგორიევა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეოგორიევა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
საქართველო მიიღებს და დროებით თავშესაფარს მისცემს საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველომ ავღანეთიდან ევაკუირებული თანამშრომლების მიღების გადაწყვეტილებით დაამტკიცა ძლიერი პარტნიორობა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) შორის, ნათქვამია სსფ-ის მმართველი დირექტორის კრისტალინა გეორგიევას ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღოს და დროებითი თავშესაფარი მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთს ტოვებენ - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
საქართველო ავღანეთიდან ლტოლვილების ნაწილს მიიღებს
„თბილისში ჩვენი თანამშრომლებისთვის თავშესაფრისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით საქართველომ გაჭირვების დროს ჩვენი ხალხისთვის დახმარებაზე გაცილებით მეტი გააკეთა. ეჭვგარეშეა, რომ ეს ძალისხმევა აბსოლუტურად კრიტიკული მნიშვნელობის იყო ადამიანების წარმატებული ევაკუაციისთვის. ეს იყო თქვენს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობის რეალური მტკიცებულება“, – დაწერა გეორგიევამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობას ადამიანებისთვის რეალური სარგებლის მოტანა შეუძლია.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდად აფასებს ამ მჭიდრო თანამშრომლობას და მოუთმენლად ელის ამ ძლიერი პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებას მომავალშიც“, – დაწერა გეორგიევამ.
ევაკუაცია ქაბულიდან - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგულია
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.
ყველა ახალი ამბავი
0