საქართველო ავღანეთიდან ლტოლვილების ნაწილს მიიღებს

© REUTERS / US AIR FORCEამერიკელი სამხედროები ავღანეთს ტოვებენ
ამერიკელი სამხედროები ავღანეთს ტოვებენ - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ავღანეთიდან ლტოლვილების საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები. საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები აანაზღაურებენ.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღოს და დროებითი თავშესაფარი მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის მონაცემებით, ავღანეთიდან ლტოლვილების ცხოვრების ყველა ხარჯს საერთაშორისო ორგანიზაციები დაფარავენ.
„მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ავღანეთიდან საევაკუაციო ჩარტერული რეისები უკვე სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ევაკუაცია ავღანეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
ამოცანა შესრულებულია: ავღანეთში დარჩენილი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
„თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით. დღეისათვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.
ამერიკელი ჯარისკაცები ქაბულის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
მსოფლიო დღეს
სტოლტენბერგი: ქაბულის აეროპორტში რეალური ტერაქტის საფრთხე იზრდება
ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას.
ყველა ახალი ამბავი
0