https://sputnik-georgia.com/20210826/iens-stoltenbergi-qabulis-aeroportsi-realuri-teraqtis-safrtxeebi-izrdeba-258619609.html
სტოლტენბერგი: ქაბულის აეროპორტში რეალური ტერაქტის საფრთხე იზრდება
სტოლტენბერგი: ქაბულის აეროპორტში რეალური ტერაქტის საფრთხე იზრდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ქაბულის აეროპორტში ტერორისტული აქტის საფრთხე დღითი დღე იზრდება − რეალურად და არა თეორიულად, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა... 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T10:50+0400
2021-08-26T10:50+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252608943_0:0:3101:1745_1920x0_80_0_0_9f1a785f14d37462173f9589e5044d92.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ქაბულის აეროპორტში ტერორისტული აქტის საფრთხე დღითი დღე იზრდება − რეალურად და არა თეორიულად, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში.ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ახლა ქაბულიდან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს. მისი თქმით, სამხედრო პროცესის დასრულების შემდეგ ნატო კვლავაც განაგრძობს ძალისხმევებს კომერციული რეისებით ევაკუაციისთვის და „თალიბანს“ სახმელეთო გზების გახსნას მოსთხოვს.სტოლტენბერგმა დააზუსტა, რომ ევაკუაციისას ყველაზე რთული ადამიანების აეროპორტამდე მიყვანაა, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიასაც და მთელ ქვეყანასაც თალიბები აკონტროლებენ.აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა. ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252608943_52:0:2783:2048_1920x0_80_0_0_a02692edf854dc26aa4bfd5be3b0f702.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
სტოლტენბერგი: ქაბულის აეროპორტში რეალური ტერაქტის საფრთხე იზრდება
10:50 26.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ქაბულის აეროპორტში ტერორისტული აქტის საფრთხე დღითი დღე იზრდება − რეალურად და არა თეორიულად, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ
Financial Times-თან ინტერვიუში.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვსურდა გვქონოდა რაც შეიძლება მეტი დრო, რათა შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანი გამოგვეყვანა. მაგრამ... თუ ჩვენ 31 აგვისტოს შემდეგაც დავრჩებით, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ თალიბები თუნდაც ჩუმი თანხმობის რაიმე მსგავსს არ მოგვცემენ, შეტევების საფრთხე იზრდება“, − მიაჩნია სტოლტენბერგს.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ახლა ქაბულიდან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს. მისი თქმით, სამხედრო პროცესის დასრულების შემდეგ ნატო კვლავაც განაგრძობს ძალისხმევებს კომერციული რეისებით ევაკუაციისთვის და „თალიბანს“ სახმელეთო გზების გახსნას მოსთხოვს.
სტოლტენბერგმა დააზუსტა, რომ ევაკუაციისას ყველაზე რთული ადამიანების აეროპორტამდე მიყვანაა, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიასაც და მთელ ქვეყანასაც თალიბები აკონტროლებენ.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა. ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.