https://sputnik-georgia.com/20210826/raribasvili-saqartvelo-saertasoriso-tanamegobrobis-ertgulia-258676687.html
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგულია
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგულია
Sputnik საქართველო
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღოს და დროებითი თავშესაფარი მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს.
2021-08-26T18:31+0400
2021-08-26T18:31+0400
2021-10-19T18:04+0400
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258666486_0:0:2150:1210_1920x0_80_0_0_4d184379c93f94e0fe30bd61cdebdecd.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველო აგრძელებს მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ავღანეთიდან სატრანზიტო ფუნქციის შესრულების საკითხში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მისი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად უკვე 2 ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა.„ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობით და ბევრი ევროპული და ამერიკის მთავრობის თანამონაწილეობით“, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის მტკიცებით, საკუთარი თანამშრომლების ავღანეთიდან დროებითი რელოკაციის, გამოყვანის დახმარების თხოვნით საქართველოს ისეთმა ორგანიზაციებმა მიმართეს, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნული განვითარების ინსტიტუტი.მთავრობის მონაცემებით, ავღანეთიდან ლტოლვილების ცხოვრების ყველა ხარჯს საერთაშორისო ორგანიზაციები დაფარავენ. ავღანეთიდან საევაკუაციო ჩარტერული რეისები უკვე სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.საქართველოს მთავრობის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.
https://sputnik-georgia.com/20210826/saqartvelo-avranetidan-ltolvilebis-nawils-miirebs-258654857.html
https://sputnik-georgia.com/20210824/qabulidan-evakuacia-aikrzaleba-talibebma-tariri-daasaxeles-258564392.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258666486_0:0:1860:1395_1920x0_80_0_0_3304fbfe78c1f679505cc4cb326e17ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ღარიბაშვილი პრემიერი მთავრობა ავღანეთი
ღარიბაშვილი პრემიერი მთავრობა ავღანეთი
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგულია
18:31 26.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღოს და დროებითი თავშესაფარი მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველო აგრძელებს მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ავღანეთიდან სატრანზიტო ფუნქციის შესრულების საკითხში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად უკვე 2 ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა.
„ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობით და ბევრი ევროპული და ამერიკის მთავრობის თანამონაწილეობით“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის მტკიცებით, საკუთარი თანამშრომლების ავღანეთიდან დროებითი რელოკაციის, გამოყვანის დახმარების თხოვნით საქართველოს ისეთმა ორგანიზაციებმა მიმართეს, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნული განვითარების ინსტიტუტი.
„ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილე. ამას გარდა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორი ამერიკის, ევროპის და, ზოგადად, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მონაცემებით, ავღანეთიდან ლტოლვილების ცხოვრების ყველა ხარჯს საერთაშორისო ორგანიზაციები დაფარავენ. ავღანეთიდან საევაკუაციო ჩარტერული რეისები უკვე სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
საქართველოს მთავრობის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.