ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 50 მილიონი ევროთი დაეხმარება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
ეს თანხა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად 2020 წელს გამოყოფილ 210 მილიონ ევროს დაემატება.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს მთავრობას 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოუყო, იუწყება „ევროკავშირი საქართველოსთვის“.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა, რომ ვაქცინები და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და პანდემიის მაქსიმალურად მოკლე დროში დასასრულებლად.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს იმით, რომ მას აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში, რაც ქვეყანას გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა მან.

ვაქცინების ყუთი COVAX–პლატფორმისგან - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
საქართველო კორონავირუსის ვაქცინას ამერიკისგან ერთ-ერთი პირველი მიიღებს

ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც წარმოდგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის COVID -19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა მხოლოდ 2020 წელს გამოყო 210 მილიონი ევროს ოდენობის სესხები და გარანტიები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მხარდასაჭერად და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკის გამოსვლის პროცესის დასაჩქარებლად.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 221.156 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 74.495 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0