ინფლაცია რეკორდულად იზრდება, ეროვნულმა ბანკმა სესხიც გააძვირა

© Ministry of Economy of Georgiaსუპერმარკეტში
სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
ინფლაციის მაჩვენებელმა 24 წლის წინანდელ მაქსიმუმს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაცია 1,3 პროცენტია, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 11,9 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, გაძვირება ლამის ყველა მიმართულებით აღინიშნა.
ცხრილი 1. ინფლაციის პროცენტული ცვლილება
პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით %
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 14,1
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 7,1
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1,7
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 11,1
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 11,5
ჯანმრთელობის დაცვა 11,4
ტრანსპორტი 22,5
კავშირგაბმულობა -0,8
დასვენება, გართობა და კულტურა 4,7
განათლება 1,6
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 10,2
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 11,9
ინფლაციის დონე, სულ 11,9
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ყველაზე მეტად მომატებულია ზეთზე და ცხიმზე (48,0 პროცენტი), ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე (35,4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეულზე (18,1 პროცენტი) და ა.შ.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
თუ სახელმწიფოს ახალი სესხი არ აუღია, ვალი რატომ გაიზარდა?
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33,2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,7 პროცენტი);
რაც შეეხება საწვავს, ბენზინი შარშანდელ ივლისთან შედარებით 56,86%-ით გაძვირდა, დიზელის საწვავი კი – 47,94%-ით.
ჯანმრთელობის დაცვა 11,4 პროცენტით გაძვირდა. გაძვირებულია სამედიცინო პროდუქცია, საავადმყოფოების მომსახურება, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. საგრძნობია რიგი მედიკამენტების გაძვირებაც. მაგალითად, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 30,54%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 26,32%-ით; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 17,13%-ით; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 9,04%-ით არის გაძვირებული.
ინფლაციის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა
ქვეყანაში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, რომელსაც კარგა ხანია გასცდა. ინფლაციაზე პასუხისმგებელმა საქართველოს ეროვნული ბანკმა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა და 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-დან 10%-მდე გაზარდა.
სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, საქართველოში დაფიქსირებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით და „ძირითადად ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია“.
ლარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
რა კავშირშია ლარის მასის ზრდა და ლარის გაუფასურება: ერთ წელში ფულის მასა 21%-ით გაიზარდა
მისი განცხადებით, ამ მხრივ მთავარია მსოფლიო ბაზარზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები, ასევე მომატებულია ტრანსპორტირების ხარჯებიც, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.
140.100 მსესხებელს მომსახურება გაუძვირდა
„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 140.100 სესხი, ჯამში 7,825 მლრდ ლარია გაცემული. მათ შორის 45.400 სამომხმარებლო სესხია, უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემულია 60.300 სესხი, 30.400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხებზე, 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ავტოსესხებზე, 3.300 ხელშეკრულებაა გაფორმებული სესხებზე, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობაც უცნობია. ასე რომ, სესხის გაძვირება ბევრს შეეხო. „საზოგადოება და ბანკები“ ვარაუდობს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც კი 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება. ორგანიზაციის აზრით, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ ინფლაციის მაჩვენებელსაც დაასტაბილურებს.
ექსპერტების კომენტარები შექმნილ მდგომარეობაზე
„საქართველოში მაღალი ინფლაცია მეტი პრობლემის მომტანია, ვიდრე ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი – სიკეთის“, – განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ.
ბაზრობა მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
ეკონომიკის საგანგაშო ვარდნა და ოპტიმისტურად განწყობილი ხელისუფლება
„ცალკე რომ განვიხილოთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც კი შეიძლება იყოს მიღწევადი. ცალკე ინფლაციაც მაღალი იქნება. სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ფართო მასებში პირდაპირ გავლენას არ ჰპოვებს. ერთი შეხედვით ეკონომიკური ზრდის ტემპი აბალანსებს მაღალ ინფლაციას, მაგრამ საქართველოში უმეტესობისთვის ვერ აბალანსებს ერთი მეორეს, რადგან ზრდის ტემპში მოსახლეობისა და ბიზნესის მხოლოდ მცირე ჯგუფები მონაწილეობს.
ასე რომ, ერთიანობაში თუ შევხედავთ, საკმაოდ ოპტიმისტურია არა თუ ორნიშნა, არამედ 7,7% ეკონომიკის ზრდაც, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა დარტყმას მოგვაყენებს პანდემია თუნდაც უახლოეს ერთ თვეში და, მეტიც, მოგვიტანს თუ არა ეს კიდევ ერთ ჩაკეტვას. პრემიერის განცხადება იყო საკმაოდ ადეკვატური, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერ გადაიტანს. რეალურად, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს ხელით ჩაახრჩობ თუ პანდემია მოუღებს ბოლოს“, – ამბობს ჭარაია.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.
„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10 პროცენტამდე გაზარდა. ეს ორნიშნა ინფლაციის შესაკავებლად კეთდება.
ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2020
რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება
ეროვნული ბანკი ერთი ხელით ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, მეორე ხელით კი არბილებს მას. ორი თვის წინ თუ რეფინანსირების სესხების მოცულობა ერთ მილიარდ ლარამდე იყო, დღეისათვის თითქმის ორი მილიარდია. რა აზრი აქვს სესხის პროცენტის ზრდას, თუ სესხის მოცულობა არ შეამცირე?
დღევანდელი გადაწყვეტილება ბიზნესს და სხვა მსესხებლებს კრედიტებს გაუძვირებს, ინფლაციაზე კი გავლენას ნაკლებად მოახდენს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტი და ფულის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ხარჯვაა“, – დაწერა რომან გოცირიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ თუ ინფლაციის მაჩვენებელი 11,9%-ზე შენარჩუნდა, ეს იქნება ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 24 წლის განმავლობაში.
ცხრილი 2. წლიური ინფლაცია 1996-2020 წლებში
წლიური ინფლაცია (სამომხმარებლო ფასების პროცენტული ცვლილება დეკემბრის თვის წინა წლის დეკემბრის თვესთან), %
1996 13,8
1997 7,3
1998 10,7
1999 10,9
2000 4,6
2001 3,4
2002 5,4
2003 7
2004 7,5
2005 6,2
2006 8,8
2007 11
2008 5,5
2009 3
2010 11,2
2011 2
2012 -1,4
2013 2,4
2014 2
2015 4,9
2016 1,8
2017 6,7
2018 1,5
2019 7
2020 2,4
2021 (მეშვიდე თვე) 11,9
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ახლო მომავალში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს.
„ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება, ეს არის პურის სუბსიდირების დასრულება, რომლის ფასიც 12.5%-ით გაიზარდა. პურპროდუქტებზე ფასების ზრდამ დამატებითი გავლენა მოახდინა ინფლაციაზე.
ბანკომატი  - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2020
ბანკების ინიციატივა სესხების გადავადებაზე – ვის აძლევს ხელს შემოთავაზებული პირობები
ასეთ მაღალ ინფლაციას უნდა ველოდოთ 2022 წლის პირველ კვარტალშიც, ხოლო მეორე კვარტლიდან დაიწყება შემცირების ტემპი. მთლიანობაში, 2022 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მაღალი იქნება და, ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 4,1%-ს მიაღწევს“, – განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.
ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მაკალათიას ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ აქვს შეკითხვები.
„ეროვნული ბანკი ერთი ხელით ბეჭდავს ბევრ ფულს, იწვევს ინფლაციას და მეორე ხელით თავისივე მოჭრილი ზედმეტი ფულის ამოღებას ცდილობს რეფინანსირების განაკვეთის ზრდით. და აქ საერთოდ სად არის ლოგიკა? ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის გამოშვება უნდა აკონტროლოს“, – განაცხადა მაკალათიამ. მისი თქმით, ეროვნული ბანკი მის უშუალო მოვალეობას ვერ ასრულებს და პასუხი უნდა მოეთხოვოს.
შექმნილ მდგომარეობაში ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო გამოსვლების დროს ინფლაციაზე, პროდუქციის და სესხის გაძვირებაზე არაფერს ამბობენ. წინასაარჩევნო კამპანია გახურდა და მმართველი ძალისგან მეტწილად „ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის“ და „ხელისუფლების წარმატებებზე“ განცხადებები გვესმის.
თემურ იოსელიანი
ყველა ახალი ამბავი
0