https://sputnik-georgia.com/20210903/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-3-seqtemberi-259237781.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T00:15+0400
2021-09-03T00:15+0400
2021-09-03T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24456/13/244561375_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_22e03b9dd7d390b95cc480b39ee6e1fe.jpg
დღეს 2021 წლის 3 სექტემბერია, პარასკევი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.დღეს სასიამოვნო მოულოდნელობებს გვპირდება. ეს განსაკუთრებით შთააგონებს მას, ვისაც სულიერი ძალა და გამძლეობა აღარ შერჩა. კარგი დღეა მიზნების მისაღწევად, ურთიერთობების მოსაგვარებლად, ძველი საქმიანი ან მეგობრული კავშირების აღსადგენად.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 სექტემბერი>>ვერძი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას ბევთან პოულობთ, მათთანაც კი, ვისაც საერთოდ არავის მოსმენა არ უნდა. კარგად უმკლავდებით საქმეებს, რომლებიც ყურადღებასა და გულმოდგინებას მოითხოვს. ეს საქმიანობა დამღლელად და მოსაბეზრებლად არ გეჩვენებათ. მიუხედავად იმისა, რომ დამღლელი დღე გექნებათ, მაინც გამოძებნით დროს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.კურო: მოულოდნელი წარმატებების დღეა. ბევრ რამეში გიმართლებთ და ეს უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ძველი ოცნების, ახდენა, გეგმის რეალიზაცია, რომელიც აქამდე ძალიან თამამად და სარისკოდ გეჩვენებოდათ. თქვენი წარმატებები ბევრს გააოცებს. კარგად გადაწყდება საქმეებთან დაკავშირებული რთული საკითხები. შეძლებთ პროფესიული პოზიციების გამტკიცებას. საღამო შეყვარებულ კუროებს სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება.ტყუპი: თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ დაგეგმილი, არავის მიანდოთ ისინი, რადგან თქვენზე კარგად ამ საქმეებს ვერავინ გაუმკლავდება, ხოლო სხვისი შეცდომების გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. დღე შესატყვისია ახალი, უჩვეულო ამოცანების გადასაჭრელად – სწრაფად გაერკვევით ყველაფერში და მიაგნებთ შედეგის მიღწევის საუკეთესო გზას. ახლობლებთან ურთიერთობებში დაძაბული მომენტებია შესაძლებელი, მაგრამ შეძლებთ სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას.კირჩხიბი: ეცადეთ, მცირე დანაკარგებს დღის დასაწყისში ფილოსოფიურად შეხედოთ. ამასთან, მოსალოდნელია რაღაც გაუგებრობებიც, რომლებმაც ცოტა ხნით კალაპოტიდან შეიძლება ამოგაგდოთ. სიტუაცია სწრაფად შეიცვლება უკეთესობისკენ. უსიამოვნო მომენტები მალე დაგავიწყდებათ და ახალი გეგმების რეალიზაციას ენთუზიაზმით შეუდგებით. შეგიძლიათ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი ადამიანებთან, რომელთა აზრი თქვენთვის ფასეულია.ლომი: ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი შეხვედრისთვის. კარგად ჩაივლის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. ბევრი თქვენგანი დროულად გამოიჩენს ინიციატივას საქმეებში და ამით პროფესიულ გამარჯვებას მოიპოვებს. ფინანსური საკითხები, დიდი ალბათობით, წარმატებულად გადაწყდება. ყველაფერში, რაც ფულს ეხება, დიდ სიფრთხილეს იჩენთ და ახლა სწორედ ეს არის საჭირო.ქალწული: არ ღირს აჩქარება. დღის პირველ ნახევარში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ყველა საკითხს სწრაფად ვერ გადაჭრით. ეს გაგანაწყენებთ, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეები, სასიხარულო ამბები. შესაძლებელია მიიღოთ საინტერესო წინადადება. კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.სასწორი: დღის პირველ ნახევარში უსიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა, საქმეების გადადება მოგიწიოთ სრულიად ახალი ამოცანების გამოჩენის გამო. მაგრამ შესანიშნავად უმკლავდებით სირთულეებს და ამასთან, კარგა განწყობასაც ინარჩუნებთ. ეს გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად. დრო დასავენებისთვისაც დაგრჩებათ.მორიელი: საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც არაერთ სიურპრიზს მოგიმზადებთ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, გაცნობა ადამიანების, რომლებზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. ურთიერთობები საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდება, რამაც შეიძლება მომავალ მეგობრობას ან თანამშრომლობას ჩაუყაროს საფუძველი. ბევრს ეხმარებით და გარშემომყოფები მადლიერნი არიან. საღამო კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.მშვილდოსანი: დღის დასაწყისში რთული იქნება კამათის თავიდან აცილება. ყოველთვის არ ეთანხმებით გარშემომყოფებს, ხოლო მათ თქვენი მოსმენა არ უნდათ. სერიოზული კონფლიქტებისგან თავის დაღწევას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარი სრულიად სხვაგვარი – ხელსაყრელი და მარავალფეროვანი იქნება. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკული.თხის რქა: ლაპარაკი იმაზე მეტ დროს გართმევთ, ვიდრე გინდათ. ბევრ თქვენგანს მოუწევს იმის განხილვა, რაც მაინცდამაინც არ აინტერესებს, ზოგიერთს კი – ხანგრძლივ კამათში ჩაბმა. მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის საჭირო შედეგის მიღებას. შუადღე კარგი დროა დოკუმენტებთან მუშაობისთვის, ხოლო საღამოს ბევრ თქვენგანს ელოდება სასიხარულო ინფორმაცია და წინადადება, რომელზეც უარის თქმა არ მოგინდებათ.მერწყული: სერიოზულად ეკიდებით ყველა საქმეს და ამის გამო წარმატებას შეიძლება მიაღწიოთ იქ, სადაც ვითარება თითქმის უიმედო მოჩანს. ჰარმონიულად ვითარდება პირადი ურთიერთობები. ზრუნავთ ახლობლებზე, მათ კეთილდღეობაზე, კარგად გესმით მათი და ცდილობთ, არ ატკინოთ გული. წარსულს ჩაბარდება უთანხმოებები. შეიძლება გაჩნდეს გეგმკები, რომელთა განხორციელებასაც მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად გადაწყვეტთ.თევზები: თავს მხნედ გრძნობთ, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. არ არსებობს მიზანი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში ვერ მიაღწევთ. სიამოვნებით გეხმარებიან როგორც ძველი მეგობრები, ისე ახალი ნაცნობები. კარგი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფებთან თქვენი გეგმები განიხილოთ. შესაძლებელი იქნება ოჯახური უთანხმოებების მოგვარება, შერიგება ნათესავებთან, რომლებთანაც პრობლემა გაქვთ. წყენისა და პრეტენზიებისგან არაფერი აღარ დარჩება.
https://sputnik-georgia.com/20210831/zodiaqo-seqtembris-astrologiuri-prognozi-259183926.html
https://sputnik-georgia.com/20210723/rodis-da-rat0pm-Ralatoben-zodiaqos-niSnebi-252393305.html
https://sputnik-georgia.com/20181011/sarZloebis-sayuradRebod-erideT-sadedamTilos-Tu-misi-zodiaqos-niSania-242433737.html
https://sputnik-georgia.com/20181207/horoskopebis-erTobliobiT-gaarkvieT-mefe-raindi-243342895.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24456/13/244561375_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_3ba00b4164a7259ef11811b24361703c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 3 სექტემბერია, პარასკევი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღეს სასიამოვნო მოულოდნელობებს გვპირდება. ეს განსაკუთრებით შთააგონებს მას, ვისაც სულიერი ძალა და გამძლეობა აღარ შერჩა. კარგი დღეა მიზნების მისაღწევად, ურთიერთობების მოსაგვარებლად, ძველი საქმიანი ან მეგობრული კავშირების აღსადგენად.
ვერძი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას ბევთან პოულობთ, მათთანაც კი, ვისაც საერთოდ არავის მოსმენა არ უნდა. კარგად უმკლავდებით საქმეებს, რომლებიც ყურადღებასა და გულმოდგინებას მოითხოვს. ეს საქმიანობა დამღლელად და მოსაბეზრებლად არ გეჩვენებათ. მიუხედავად იმისა, რომ დამღლელი დღე გექნებათ, მაინც გამოძებნით დროს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.
კურო: მოულოდნელი წარმატებების დღეა. ბევრ რამეში გიმართლებთ და ეს უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ძველი ოცნების, ახდენა, გეგმის რეალიზაცია, რომელიც აქამდე ძალიან თამამად და სარისკოდ გეჩვენებოდათ. თქვენი წარმატებები ბევრს გააოცებს. კარგად გადაწყდება საქმეებთან დაკავშირებული რთული საკითხები. შეძლებთ პროფესიული პოზიციების გამტკიცებას. საღამო შეყვარებულ კუროებს სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება.
ტყუპი: თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ დაგეგმილი, არავის მიანდოთ ისინი, რადგან თქვენზე კარგად ამ საქმეებს ვერავინ გაუმკლავდება, ხოლო სხვისი შეცდომების გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. დღე შესატყვისია ახალი, უჩვეულო ამოცანების გადასაჭრელად – სწრაფად გაერკვევით ყველაფერში და მიაგნებთ შედეგის მიღწევის საუკეთესო გზას. ახლობლებთან ურთიერთობებში დაძაბული მომენტებია შესაძლებელი, მაგრამ შეძლებთ სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას.
კირჩხიბი: ეცადეთ, მცირე დანაკარგებს დღის დასაწყისში ფილოსოფიურად შეხედოთ. ამასთან, მოსალოდნელია რაღაც გაუგებრობებიც, რომლებმაც ცოტა ხნით კალაპოტიდან შეიძლება ამოგაგდოთ. სიტუაცია სწრაფად შეიცვლება უკეთესობისკენ. უსიამოვნო მომენტები მალე დაგავიწყდებათ და ახალი გეგმების რეალიზაციას ენთუზიაზმით შეუდგებით. შეგიძლიათ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი ადამიანებთან, რომელთა აზრი თქვენთვის ფასეულია.
ლომი: ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი შეხვედრისთვის. კარგად ჩაივლის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. ბევრი თქვენგანი დროულად გამოიჩენს ინიციატივას საქმეებში და ამით პროფესიულ გამარჯვებას მოიპოვებს. ფინანსური საკითხები, დიდი ალბათობით, წარმატებულად გადაწყდება. ყველაფერში, რაც ფულს ეხება, დიდ სიფრთხილეს იჩენთ და ახლა სწორედ ეს არის საჭირო.
ქალწული: არ ღირს აჩქარება. დღის პირველ ნახევარში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ყველა საკითხს სწრაფად ვერ გადაჭრით. ეს გაგანაწყენებთ, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეები, სასიხარულო ამბები. შესაძლებელია მიიღოთ საინტერესო წინადადება. კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.
სასწორი: დღის პირველ ნახევარში უსიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა, საქმეების გადადება მოგიწიოთ სრულიად ახალი ამოცანების გამოჩენის გამო. მაგრამ შესანიშნავად უმკლავდებით სირთულეებს და ამასთან, კარგა განწყობასაც ინარჩუნებთ. ეს გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად. დრო დასავენებისთვისაც დაგრჩებათ.
მორიელი: საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც არაერთ სიურპრიზს მოგიმზადებთ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, გაცნობა ადამიანების, რომლებზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. ურთიერთობები საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდება, რამაც შეიძლება მომავალ მეგობრობას ან თანამშრომლობას ჩაუყაროს საფუძველი. ბევრს ეხმარებით და გარშემომყოფები მადლიერნი არიან. საღამო კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.
მშვილდოსანი: დღის დასაწყისში რთული იქნება კამათის თავიდან აცილება. ყოველთვის არ ეთანხმებით გარშემომყოფებს, ხოლო მათ თქვენი მოსმენა არ უნდათ. სერიოზული კონფლიქტებისგან თავის დაღწევას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარი სრულიად სხვაგვარი – ხელსაყრელი და მარავალფეროვანი იქნება. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკული.
თხის რქა: ლაპარაკი იმაზე მეტ დროს გართმევთ, ვიდრე გინდათ. ბევრ თქვენგანს მოუწევს იმის განხილვა, რაც მაინცდამაინც არ აინტერესებს, ზოგიერთს კი – ხანგრძლივ კამათში ჩაბმა. მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის საჭირო შედეგის მიღებას. შუადღე კარგი დროა დოკუმენტებთან მუშაობისთვის, ხოლო საღამოს ბევრ თქვენგანს ელოდება სასიხარულო ინფორმაცია და წინადადება, რომელზეც უარის თქმა არ მოგინდებათ.
მერწყული: სერიოზულად ეკიდებით ყველა საქმეს და ამის გამო წარმატებას შეიძლება მიაღწიოთ იქ, სადაც ვითარება თითქმის უიმედო მოჩანს. ჰარმონიულად ვითარდება პირადი ურთიერთობები. ზრუნავთ ახლობლებზე, მათ კეთილდღეობაზე, კარგად გესმით მათი და ცდილობთ, არ ატკინოთ გული. წარსულს ჩაბარდება უთანხმოებები. შეიძლება გაჩნდეს გეგმკები, რომელთა განხორციელებასაც მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად გადაწყვეტთ.
თევზები: თავს მხნედ გრძნობთ, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. არ არსებობს მიზანი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში ვერ მიაღწევთ. სიამოვნებით გეხმარებიან როგორც ძველი მეგობრები, ისე ახალი ნაცნობები. კარგი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფებთან თქვენი გეგმები განიხილოთ. შესაძლებელი იქნება ოჯახური უთანხმოებების მოგვარება, შერიგება ნათესავებთან, რომლებთანაც პრობლემა გაქვთ. წყენისა და პრეტენზიებისგან არაფერი აღარ დარჩება.