https://sputnik-georgia.com/20210831/zodiaqo-seqtembris-astrologiuri-prognozi-259183926.html
ზოდიაქო: სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ზოდიაქო: სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
Sputnik საქართველო
ვის გაუმართლებს სექტემბერში პირად ცხოვრებაში, ვის – კარიერაში, სწავლაში თუ ბიზნესში – ამის შესახებ ჩვენი ჰოროსკოპიდან შეიტყობთ. 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T17:52+0400
2021-08-31T17:52+0400
2021-09-01T12:21+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250081259_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f0b858d4c4df40e6614a19aa54c42647.jpg
2021 წლის სექტემბერი საკმაოდ კარგი პერიოდია ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მაგრამ წლის მასპინძელს – თეთრი ლითონის ხარს სურს, რომ ყველამ მუხლჩაუხრელად იშრომოს – შვებულებებისა და დასვენების დრო ამოიწურა.ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში>>ვერძი: სექტემბერი ხელსაყრელი თვეა როგორც კარიერულ კიბეზე წინსვლისა და ბიზნესის განვითარებისთვის, ისე მეორე ნახევრის პოვნის ან საყვარელ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობებით ტკბობისთვის. შეგიძლიათ უშიშრად იოცნებოთ და დაისახოთ გრანდიოზული მიზნები, რომლებიც წარმატებით განხორციელდება.კურო: სექტემბრის დასაწყისში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი – გაგიჭირდებათ სამუშაო პროცესში ჩართვა ზაფხულის დასვენების შემდეგ. თუმცა არაფრის კეთების სურვილზე აყოლა არ ღირს. თუ იმოქმედებთ, დასახული ამოცანების გადაჭრის სახით ეფექტური მუშაობის შედეგებს იხილავთ. ამაში ოჯახში გამეფებული ატმოსფერო დაგეხმარებათ – რომანტიკა და ჰარმონია.ტყუპი: სექტემბერში, შესაძლოა, საკუთარ შესაძლებლობებზე ცრუ წარმოდგენების ტყვეობაში აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ წამოეგოთ ამ აკვიატებულ ფიქრებზე, რადგან ეს თვე საუკეთესო დროა ქორწინების, ახალი ნაცნობობისა და პარტნიორთან ურთიერთობების განვითარებისთვის. თქვენთვის შემოდგომის დასაწყისი ნაზი, მელანქოლიური და რომანტიკული იქნება.კირჩხიბი: ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ – შესაძლებელია ღალატი, წარუმატებელი გარიგებები, პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად საკუთარ თავს უნდა დაუგდოთ ყური: იგრძნოთ, რა ხდება თქვენ თავს, ახლობლებთან ურთიერთობებში რამე ცვლილებები ხომ არ არის, ფრთხილად უნდა მოეკიდოთ ახალ წინადადებებს. თუ ყურადღებით იქნებით, მაშინ შემოდგომის პირველი თვე მშვიდად და ზომიერად ჩაივლის.ლომი: წარმატება თქვენი თანმდევი იქნება აბსოლუტურად ყველა საქმეში. ნაყოფიერი მუშაობა, ფინანსური წარმატება, ჰარმონია ოჯახში – შეძლებთ ყოველივე ამით დატკბობას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თავის დინებაზე მიუშვათ, რეალობიდან ამოვარდეთ თავბრუდამხვევი წარმატების გამო. ყურადღებით იყავით ახლობლების მიმართ, რაციონალური – სამუშაო ამოცანების შესრულების დროს. იღბალი სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება თქვენ გვერდით და არ მიგატოვებთ.ქალწული: სექტემბერში სამუშაო საკითხებთან დაკავშირებული უზარმაზარი რაოდენობის იდეებითა და გეგმებით შეაბიჯებთ. ეს თავის შედეგს გამოიღებს და უკვე სექტემბრის ბოლოს მოსალოდნელია თანხის მიღება და კარგი სიურპრიზები. თუმცა გასაფრთხილებელია ჯანმრთელობა – ასტროლოგები გირჩევენ, ფიზიკურად იაქტიუროთ და სწორი კვების რეჟიმს მისდიოთ.სასწორი: სექტემბერში იმ ნიშნების ნუსხაში მოხვდებით, რომლებიც იოლად წყვეტენ ნებისმიერ ამოცანას როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. წარმატება სექტემბრის ბოლოს თავს შეგახსენებთ – მოსალოდნელია კარიერულ კიბეზე წინსვლა და წარმატება სასიყვარულო0 ასპარეზზე. ასევე გექნებათ შანსი, დაისვენოთ საყვარელი საქმის კეთებისას – წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმებს, ეწვიეთ მეგობრებთან ერთად კაფეს...მორიელი: უნდა დაისვენოთ – რელაქსაცია და მოდუნება მთავარი ფასეულობა იქნება თქვენთვის შემოდგომის პირველ თვეში. მიუხედავად ახლობლების რჩევებისა, მოუსმენთ საკუთარ თავს და სპონტანურ ქმედებებს აჰყვებით. და ეს სანანებელი არ გაგიხდებათ – მოულოდნელი გამგზავრება სადმე, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ან სამსახურის შეცვლა აუცილებლად წაგადგებათ.მშვილდოსანი: სამუშაო ამოცანების შესრულებისას ძალიან ფრთხილი უნდა იყოთ. უმჯობესი იქნება, თუ სექტემბერს მიუძღვნით ოჯახს, ახლობლებსა და სახლის საქმეებს, შეხვდებით ნათესავებს, საღამოებს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ, გაისეირნებთ მეგობრებთან ერთად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად მოაწესრიგოთ სახლი, გათავისუფლდეთ ძველმანებისგან.თხის რქა: სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი უნდა გადადოთ და პირადი ცხოვრების მოწყობას მიხედოთ: ახალი ნაცნობობა, პაემნები, უჩვეულო გრძნობები – ეს ყველაფერი დროის კარგად გატარებაში დაგეხმარებათ. სექტემბრის მეორე ნახევარში ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ თავს ჩაუღმავდეთ, მოუსმინოთ სურვილებს, გაიაზროთ შორს მიმავალი გეგმები – ეს შემდგომში ეფექტურად მუშაობაში დაგეხმარებათ.მერწყული: სექტემბერი თქვენთვის არცთუ იღბლიანი თვე იქნება. შეიძლება რღვევა დაიწყოს ყველაზე მტკიცე კავშირებმა – დაკარგოთ მეგობარი, საყვარელი ადამიანი, შეიძლება უსასრულო კამათი მშობლებთან თუ ბავშვებთან. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ საქციელს და თვითგანვითარებაზე იფიქროთ, რომ განამტკიცოთ ურთიერთობები და არა – გააფუჭოთ.თევზები: სექტემბერში ყურადღებით უნდა იყოთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების მიმართ – შესაძლოა, მათში რაღაც მინიშნება იმალება, რომელიც სამუშაო ამოცანის გადაჭრის მეტად ეფექტურ გზას მიგასწავლით. სასიყვარულო ფრონტზე უფრო ადვილი იქნება – ბევრ ადამიანს მიიზიდავთ და მოხიბლავთ.
https://sputnik-georgia.com/20210813/zodiaqos-oTxi-niSani-warmatebebi-Semodgomaze-252573835.html
https://sputnik-georgia.com/20180116/sabediswreo-asaki-zodiaqos-TiToeuli-niSnisTvis-238893934.html
https://sputnik-georgia.com/20190409/rogori-dasveneba-uyvarT-zodiaqos-niSnebs-244879392.html
https://sputnik-georgia.com/20210706/zodiaqo-vis-rogor-umarTlebs-siyvarulSi-252217722.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250081259_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_dcd70855df6545767e2b0decf8b02006.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ზოდიაქო: სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17:52 31.08.2021 (განახლებულია: 12:21 01.09.2021) ვის გაუმართლებს სექტემბერში პირად ცხოვრებაში, ვის – კარიერაში, სწავლაში თუ ბიზნესში – ამის შესახებ ჩვენი ჰოროსკოპიდან შეიტყობთ.
2021 წლის სექტემბერი საკმაოდ კარგი პერიოდია ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მაგრამ წლის მასპინძელს – თეთრი ლითონის ხარს სურს, რომ ყველამ მუხლჩაუხრელად იშრომოს – შვებულებებისა და დასვენების დრო ამოიწურა.
ვერძი: სექტემბერი ხელსაყრელი თვეა როგორც კარიერულ კიბეზე წინსვლისა და ბიზნესის განვითარებისთვის, ისე მეორე ნახევრის პოვნის ან საყვარელ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობებით ტკბობისთვის. შეგიძლიათ უშიშრად იოცნებოთ და დაისახოთ გრანდიოზული მიზნები, რომლებიც წარმატებით განხორციელდება.
კურო: სექტემბრის დასაწყისში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი – გაგიჭირდებათ სამუშაო პროცესში ჩართვა ზაფხულის დასვენების შემდეგ. თუმცა არაფრის კეთების სურვილზე აყოლა არ ღირს. თუ იმოქმედებთ, დასახული ამოცანების გადაჭრის სახით ეფექტური მუშაობის შედეგებს იხილავთ. ამაში ოჯახში გამეფებული ატმოსფერო დაგეხმარებათ – რომანტიკა და ჰარმონია.
ტყუპი: სექტემბერში, შესაძლოა, საკუთარ შესაძლებლობებზე ცრუ წარმოდგენების ტყვეობაში აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ წამოეგოთ ამ აკვიატებულ ფიქრებზე, რადგან ეს თვე საუკეთესო დროა ქორწინების, ახალი ნაცნობობისა და პარტნიორთან ურთიერთობების განვითარებისთვის. თქვენთვის შემოდგომის დასაწყისი ნაზი, მელანქოლიური და რომანტიკული იქნება.
კირჩხიბი: ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ – შესაძლებელია ღალატი, წარუმატებელი გარიგებები, პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად საკუთარ თავს უნდა დაუგდოთ ყური: იგრძნოთ, რა ხდება თქვენ თავს, ახლობლებთან ურთიერთობებში რამე ცვლილებები ხომ არ არის, ფრთხილად უნდა მოეკიდოთ ახალ წინადადებებს. თუ ყურადღებით იქნებით, მაშინ შემოდგომის პირველი თვე მშვიდად და ზომიერად ჩაივლის.
ლომი: წარმატება თქვენი თანმდევი იქნება აბსოლუტურად ყველა საქმეში. ნაყოფიერი მუშაობა, ფინანსური წარმატება, ჰარმონია ოჯახში – შეძლებთ ყოველივე ამით დატკბობას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თავის დინებაზე მიუშვათ, რეალობიდან ამოვარდეთ თავბრუდამხვევი წარმატების გამო. ყურადღებით იყავით ახლობლების მიმართ, რაციონალური – სამუშაო ამოცანების შესრულების დროს. იღბალი სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება თქვენ გვერდით და არ მიგატოვებთ.
ქალწული: სექტემბერში სამუშაო საკითხებთან დაკავშირებული უზარმაზარი რაოდენობის იდეებითა და გეგმებით შეაბიჯებთ. ეს თავის შედეგს გამოიღებს და უკვე სექტემბრის ბოლოს მოსალოდნელია თანხის მიღება და კარგი სიურპრიზები. თუმცა გასაფრთხილებელია ჯანმრთელობა – ასტროლოგები გირჩევენ, ფიზიკურად იაქტიუროთ და სწორი კვების რეჟიმს მისდიოთ.
სასწორი: სექტემბერში იმ ნიშნების ნუსხაში მოხვდებით, რომლებიც იოლად წყვეტენ ნებისმიერ ამოცანას როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. წარმატება სექტემბრის ბოლოს თავს შეგახსენებთ – მოსალოდნელია კარიერულ კიბეზე წინსვლა და წარმატება სასიყვარულო0 ასპარეზზე. ასევე გექნებათ შანსი, დაისვენოთ საყვარელი საქმის კეთებისას – წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმებს, ეწვიეთ მეგობრებთან ერთად კაფეს...
მორიელი: უნდა დაისვენოთ – რელაქსაცია და მოდუნება მთავარი ფასეულობა იქნება თქვენთვის შემოდგომის პირველ თვეში. მიუხედავად ახლობლების რჩევებისა, მოუსმენთ საკუთარ თავს და სპონტანურ ქმედებებს აჰყვებით. და ეს სანანებელი არ გაგიხდებათ – მოულოდნელი გამგზავრება სადმე, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ან სამსახურის შეცვლა აუცილებლად წაგადგებათ.
მშვილდოსანი: სამუშაო ამოცანების შესრულებისას ძალიან ფრთხილი უნდა იყოთ. უმჯობესი იქნება, თუ სექტემბერს მიუძღვნით ოჯახს, ახლობლებსა და სახლის საქმეებს, შეხვდებით ნათესავებს, საღამოებს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ, გაისეირნებთ მეგობრებთან ერთად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად მოაწესრიგოთ სახლი, გათავისუფლდეთ ძველმანებისგან.
თხის რქა: სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი უნდა გადადოთ და პირადი ცხოვრების მოწყობას მიხედოთ: ახალი ნაცნობობა, პაემნები, უჩვეულო გრძნობები – ეს ყველაფერი დროის კარგად გატარებაში დაგეხმარებათ. სექტემბრის მეორე ნახევარში ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ თავს ჩაუღმავდეთ, მოუსმინოთ სურვილებს, გაიაზროთ შორს მიმავალი გეგმები – ეს შემდგომში ეფექტურად მუშაობაში დაგეხმარებათ.
მერწყული: სექტემბერი თქვენთვის არცთუ იღბლიანი თვე იქნება. შეიძლება რღვევა დაიწყოს ყველაზე მტკიცე კავშირებმა – დაკარგოთ მეგობარი, საყვარელი ადამიანი, შეიძლება უსასრულო კამათი მშობლებთან თუ ბავშვებთან. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ საქციელს და თვითგანვითარებაზე იფიქროთ, რომ განამტკიცოთ ურთიერთობები და არა – გააფუჭოთ.
თევზები: სექტემბერში ყურადღებით უნდა იყოთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების მიმართ – შესაძლოა, მათში რაღაც მინიშნება იმალება, რომელიც სამუშაო ამოცანის გადაჭრის მეტად ეფექტურ გზას მიგასწავლით. სასიყვარულო ფრონტზე უფრო ადვილი იქნება – ბევრ ადამიანს მიიზიდავთ და მოხიბლავთ.