დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 სექტემბერი

© Pixabay / Ben_Kerckx ჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 2 სექტემბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოებაც კი არაფორმალურ ვითარებაში აჯობებს – ასე უფრო იოლი იქნება საჭირო სიტყვების პოვნა და ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმება. დღეს დაწყებულ საქმიან ურთიერთობებს მომავალში შესაძლოა რომანტიკული ელფერი მიეცეს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 სექტემბერი>>
ვერძი: მოგიწევთ საუბრები განსხვავებულ ადამიანებთან და თითოეულს თავისი დამოკიდებულება ესაჭიროება. ეს ყოველთვის არ გამოგდით მაშინვე, მაგრამ გამოცდილება და ინტუიცია დაგეხმარებათ და საბოლოოდ აუცილებლად მოახერხებთ საუბრის საჭირო კალაპოტში წარმართვას. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, მათ შორის, სერიოზული ამბების. ეს მოგცემთ ბიძგს, რომ გაიწყოთ დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება.
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
ზოდიაქო: სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კურო: ხელსაყრელი დღეა მუშაობისა და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. თავს კარგად ართმევთ დასახულ ამოცანებს. თქვენი წარმატებები გადამდებად მოქმედებს ირგვლივ მყოფებზე და ისინი ცდილობენ, მოგბაძონ. ლიდერის თვისებები წინა პლანზეა წამოწეული და შეგიძლიათ თანამოაზრეთა გუნდი შემოიკრიბოთ. კარგი დღეა ძვირადღირებული ნივთების შესაძენად და გარიგებების დასადებად. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეცდომას არ დაუშვებთ.
ტყუპი: შესანიშნავი ნაყოფიერი დღეა. ბევრი რამ გამოგდით კარგად – ახალიცა და ძველი საქმეებიც. თქვენი მიზანსწრაფულობა ბევრს მოსწონს. გარშემომყოფები მხარს უჭერენ თქვენს იდეებს, გეხმარებიან გეგმების განხორციელებაში. კარგი დღეა რემონტის დასაგეგმად ან დასაწყებად, ამისთვის საჭირო მასალის საყიდლად. საღამო შემოქმედებისთვის ხელსაყრელი დროა. არაა გამორიცხული, რომ რამე ძველ ჰობის დაუბრუნდეთ.
კირჩხიბი: მრავალფეროვანი, მოულოდნელობებით აღსავსე დღეა. მზად იყავით იმისთვის, რომ გეგმებში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა მოგიწევთ. დაგეხმარებიან გვერდით მყოფი ადამიანები. შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები, მნიშვნელოვან თემებზე საუბარი. შეიძლება მიიღოთ მხარდაჭერა, რომლის იმედი არც გქონდათ.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
ლომი: დღის პირველი ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე. მოულოდნელად და ადვილად გადაწყვეტთ პრობლემებს, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. ზოგიერთი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს, რომელიც შემდგომ გეგმებზე მოახდენს გავლენას. დღის მეორე ნახევარი უფრო რთულად წარიმართება. შესაძლებელია რაღაც სირთულეებს წააწყდეთ სამსახურში, მაგრამ დიპლომატიური უნარების წყალობით ყველაფერს მოაგვარებთ.
ქალწული: არ იჩქაროთ. ეს დღე კარგად აწონილ–დაწონილ და მოფიქრებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. შეიძლება გამოჩნდეს ახალი სამუშაო ამოცანები და სწრაფად ვერ მიხვდეთ, როგორ აჯობებს მოქმედება. ყველაფერში გაერკვევით აუცილებლად, თუ მცირე დეტალებს მიაქცევთ ყურადღებას. ჰარმონიულად აეწყობა ურთიერთობები ახლობლებთან. მათთან შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დაწყობა.
სასწორი: ხელსაყრელი დღეა. კარგი იქნება ახალი საქმეების წამოწყება, რომლის შედეგები სარგებელს მოგიტანთ თქვენც და გარშემომყოფებსაც. თქვენს იდეებს მხარს დაუჭერენ ისინიც კი, ვინც აქამდე სკეპტიკურად იყო განწყობილი. შესაძლოა გაიგოთ რამე სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც თქვენს გამგზავრებას გახდის აუცილებელს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია თანხის მიღება. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მორიელი: დღის პირველ ნახევარში სასიხარულო ამბავს გაიგებთ. მოსალოდნელია ცვლილებები საქმიან სფეროში, საინტერესო წინადადებები. არაა გამორიცხული, რომ თანამშრომლობა შემოგთავაზონ მომგებიანი პირობებით. მოგვიანებით უფრო მშვიდი პერიოდი დადგება, რომელიც ახლობლებთან ურთიერთობებსა და საოჯახო საქმეებს შეგიძლიათ დაუთმოთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობა.
მშვილდოსანი: ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ, თუნდაც საქმე ისე ვერ აეწყოს, როგორც დაგეგმეთ. იმისთვის, რომ შესანიშნავი შედეგები მიიღოთ, სწორედ თვითკონტროლია საჭირო. ადვილად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან, პოულობთ მოკავშირეებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რომ ყველას ნდობა არ შეიძლება. კარგი დღე რამე ახალი საქმის დასაწყებად.
თხის რქა: ეს ის დღეა, როდესაც შესაძლებელია იმის გაკეთება, რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. და აქ საქმე არაა იღბალში და იღბლიან თანხვედრებში – უბრალოდ, კარგად იცით, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეიძლება ამის გაკეთება. თუ გზაზე ბარიერები შეგხვდათ, ჩანაფიქრზე უარი არ თქვათ. ამჟღავნებთ ლიდერის თვისებებს. შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2019
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე
მერწყული: ხელსაყრელი დღეა. მოგეცემათ არაერთი შანსი, რომ ბევრ საქმეში მიაღწიოთ წარმატებას. ხართ სერიოზულად განწყობილი. შესანიშნავად უმკლავდებით ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ამით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებთ გარშემომყოფებზე. დღის პირველ ნახევარში უამრავი საქმე გექნებათ, საღამოს კი შეძლებთ დასვენებას და ახლობლებისთვის ყურადღების მიქცევას. ზოგიერთ თქვენგანს რომანტიკული სიურპრიზი ელოდება.
თევზები: ხელსაყრელი და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ. გრძნობთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ და ამ შემთხვევაში ინტუიცია არ გღალატობთ. შეძლებთ იმის გაკეთებას, რაც სხვებს არ გამოუვიდათ. კაქრგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანებში კარგად ერკვევით, მათზე სწორი წარმოდგენა მალე გექმნებათ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება შეყვარებულ თევზებს.
ყველა ახალი ამბავი
0