Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისში კოვიდ-ინფიცირებული 47 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

© AP Photo / Ariana Cubillosექიმები კოვიდ-კლინიკაში
ექიმები კოვიდ-კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
ექიმების მცდელობის და რამდენიმეკვირიანი მკურნალობის მიუხედავად, ახალნამშობიარები ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი შვილები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებული.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით 47 წლის ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
კოვიდ-ინფიცირებულ ქალს 19 აგვისტოს საკეისრო კვეთა ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში" ჩაუტარდა და ტყუპი დაიბადა. ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის განცხადებით, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი.
ორსული  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ამირან გამყრელიძე: რეკომენდებულია ყველა ორსული აიცრას
ერთი კვირის შემდეგ ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ის თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
15 დღის ახალშობილები კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან და მათი მდგომარეობა კრიტიკულია, მდგომარეობას ახალშობილთა დღენაკლულობაც ართულებს.
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა შესაძლო პათოლოგიებს იწვევს COVID-19 ორსულებსა და ახალშობილებში - მეცნიერთა მოსაზრება

„აპარატზე რჩებიან. განსაკუთრებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. ვიბრძვით მთელი განყოფილება და იმედი გვაქვს, რომ მოერევიან პატარები“, – განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.

მანამდე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ახალნამშობიარები 19 წლის გოგო გარდაიცვალა.
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისში კოვიდინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
ტრაგიკულად დასრულდა კოვიდ-ინფიცირების შემთხვევა 26 აგვისტოს ქუთაისის კლინიკა „ბომონდშიც“, სადაც 26 წლის ინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ახალშობილის გადარჩენა კი ექიმებმა შეძლეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების უკვე მე-14 შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ ორსულებსა და იმ ქალებს, ვინც ორსულობას გეგმავს.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. იზრდება ლეტალობის შემთხვევებიც – ბოლო 24 საათში ვირუსმა 81 ადამიანი იმსხვერპლა. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
ორსული  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 556 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 502 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 7.563 პირი.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.235.386 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 813.601 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,5%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 421.785 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 14,8%.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0