https://sputnik-georgia.com/20210830/gamyrelize-rekomendebhulia-yvela-orsuli-aicras-258912786.html
ამირან გამყრელიძე: რეკომენდებულია ყველა ორსული აიცრას
ამირან გამყრელიძე: რეკომენდებულია ყველა ორსული აიცრას
Sputnik საქართველო
სპეციალისტების განმარტებით, ორსულებში „დელტა“ შტამი გაცილებით უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. მედიკოსები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T11:17+0400
2021-08-30T11:17+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23619/47/236194713_0:113:1200:788_1920x0_80_0_0_8ddcc12d8014add9b4eb0cae071d61a8.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სპეციალისტები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის.ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 13 ორსული გარდაიცვალა>>როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამჟამად ორსულებისთვის რეკომენდებული და დაშვებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მეძუძურობისა და ორსულობის პერიოდში ვაქცინა არ გადადის დედიდან შვილზე.„დიდი ხანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ორსულებს ცრიან. არ არსებობს არცერთი პროცენტი იმის, რომ ვაქცინამ ნაყოფს ავნოს. ამის მაგალითი უკვე მრავლადაა, შობილი ჯანმრთელი ბავშვები “, – განაცხადა ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის იმუნოლოგმა ნათია გორდაძემ.ბოლო პერიოდში კოვიდ-ინფიცირებული ორსულების გარდაცვალების 10-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
https://sputnik-georgia.com/20210826/gabunia-delta-syami-metad-agresiulia-orsulebsi-258653120.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23619/47/236194713_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_102960556385f7b970f92aa3d5cd2e4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ამირან გამყრელიძე: რეკომენდებულია ყველა ორსული აიცრას
11:17 30.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) სპეციალისტების განმარტებით, ორსულებში „დელტა“ შტამი გაცილებით უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. მედიკოსები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სპეციალისტები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის.
როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამჟამად ორსულებისთვის რეკომენდებული და დაშვებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
„რადგან AstraZeneca ჩვენთან დაშვებულია 45 წლის ზემოთ, ამიტომ ეს ორსულებისთვის ნაკლებად მისაღებია. ჩვენთან ადმინისტრირებადი ვაქცინებიდან ორსულები უნდა აიცრან Pfizer-ით, რომლის მარაგიც ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მეძუძურობისა და ორსულობის პერიოდში ვაქცინა არ გადადის დედიდან შვილზე.
„დიდი ხანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ორსულებს ცრიან. არ არსებობს არცერთი პროცენტი იმის, რომ ვაქცინამ ნაყოფს ავნოს. ამის მაგალითი უკვე მრავლადაა, შობილი ჯანმრთელი ბავშვები “, – განაცხადა ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის იმუნოლოგმა ნათია გორდაძემ.
ბოლო პერიოდში კოვიდ-ინფიცირებული ორსულების გარდაცვალების 10-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.