Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებში

© Pixabay / xusenruორსული
ორსული  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ „დელტა“ შტამის გავრცელების შემდეგ საავადმყოფოებში იმაზე ბევრად მეტი ორსული ხვდება, ვიდრე წინა შტამების დროს.
თბილისი, 16 აგვიტო – Sputnik. ორსულებში „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში, მათთვის მობილიზებულია საწოლები, რათა საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეთ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
როგორც მან აღნიშნა, ორსულებისთვის ჰოსპიტალური საწოლების სათანადო რაოდენობაა მობილიზებული და ამ კუთხით დეფიციტი არ არსებობს.

„ორსულს ჰოსპიტალური მართვა თუ სჭირდება, ის ჰოსპიტალში მოხვდება. თბილისში მობილიზებულია 120-მდე საწოლი, 50-მდე – ქუთაისში, სხვა რეგიონებშიცაა შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას განმარტებით, იმ ორსულებისთვის, რომელთა შემთხვევებშიც COVID-19 მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, დამატებითი კომპონენტი ამოქმედდება და სპეციალიზებულ კლინიკაში გაეწევათ კონსულტაცია.
„15-22"-ს („ცხელი ხაზი") ამ დღეებში დაემატება მეან-გინეკოლოგების სერვისი, რომლებსაც ტრენინგი მიმდინარე კვირაში ჩაუტარდათ. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
უსაფრთხოა თუ არა ორსულების Pfizer-ით ვაქცინაცია
მისი განცხადებით, ამ პროგრამაში მალე ჩაერთვება პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებიც, სადაც კოვიდინფიცირებული ორსული მივა და მიიღებს სპეციალისტის კონსულტაციას.
გაბუნიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ორსულებს, რაც შეიძლება მალე ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და დაიცვან რეგულაციები.
ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
საწოლები კოვიდ–ინფიცირებულებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავირუსმა ახალნამშობიარები იმსხვერპლა
დღეს ქუთაისში 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 18 აგვისტოს ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად შვიდი თვის ორსული გარდაიცვალა. ტრაგიკულად დასრულდა კოვიდ-ინფექციის შემთხვევა 10 აგვისტოს ქუთაისის კლინიკა „ბომონდშიც" – კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა. ასევე ქუთაისში კორონავირუსის გართულების ფონზე ნაყოფი დაეღუპა 31 წლის ორსულს.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ყველა ახალი ამბავი
0