Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსმა ახალნამშობიარები იმსხვერპლა

© AP Photo / Achmad Ibrahimსაწოლები კოვიდ–ინფიცირებულებისთვის
საწოლები კოვიდ–ინფიცირებულებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ახალნამშობიარები ქალის გადარჩენა, რომელიც კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ქუთაისში 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ორსული თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. საკეისრო კვეთის შემდეგ, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, იგი ბათუმიდან ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანეს.
კლინიკის პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
კორონავირუსმა შვიდი თვის ორსული იმსხვერპლა
როგორც კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, მათთან შეყვანისას ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკა „ბომონდში“ ტრაგიკულად დასრულდა კოვიდინფექციის შემთხვევა 18 აგვისტოსაც – კორონავირუსმა შვიდი თვის ორსული იმსხვერპლა. მანამდე, 10 აგვისტოს კვლავ კლინიკა „ბომონდში" კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა. ასევე ქუთაისში კორონავირუსის გართულების ფონზე ნაყოფი დაეღუპა 31 წლის ორსულს.
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 532.171-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 79 ადამიანი. დღემდე კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 7.028 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0