ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
ორსულს ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" შესვლისას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19-ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გარდაიცვალა 54 პაციენტი: 10 აგვისტოს კოვიდ-სტატისტიკა
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აცხადებს, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს. ორსულს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 28-29 კვირის ორსული იყო. სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 54 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.182-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0