გარდაიცვალა 54 პაციენტი: 10 აგვისტოს კოვიდ-სტატისტიკა

© Government of Georgiaლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 440.6475 ადამიანი, გარდაიცვალა – 6.182. სულ აცრილია 664.997 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 23.744 პირი.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 440.6475 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.713), გარდაიცვალა – 6.182 (ბოლო 24 საათში – 54), კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.552 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.672 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 44.536 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32.610, PCR–ტესტით – 11.926.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,79%, ბოლო 14 დღის – 9,09%, ბოლო 7 დღის – 10,05%.
სულ აცრილია 664.997 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 23.744 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0