https://sputnik-georgia.com/20210827/koronavirusit-bolo-or-welshi-13-orsuli-gardaicvala-258705624.html
ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 13 ორსული გარდაიცვალა
ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 13 ორსული გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
სპეციალისტების განმარტებით, ორსულებში „დელტა“ შტამი გაცილებით უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. მედიკოსები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T15:37+0400
2021-08-27T15:37+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172840_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_742bd719faf52afb531f836168a7950b.jpg
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 13 ორსული გარდაიცვალა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.გამყრელიძის განმარტებით, ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ორსულების ვაქცინაციაა.დღეს თბილისში ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ახალშობილის გადარჩენა კი ექიმებმა შეძლეს.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 473.502 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.585), გარდაიცვალა – 7.102 (ბოლო 24 საათში – 73).
https://sputnik-georgia.com/20210827/19-wlis-gogna-msobiarobis-semdeg-gardaicvala-258695316.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172840_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_7a6f1b4b53d4d5c2522b268e1b79d178.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 13 ორსული გარდაიცვალა
15:37 27.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) სპეციალისტების განმარტებით, ორსულებში „დელტა“ შტამი გაცილებით უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. მედიკოსები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 13 ორსული გარდაიცვალა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამყრელიძის განმარტებით, ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ორსულების ვაქცინაციაა.
„სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, პროცესში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. შექმნილი რთული ვითარების პრევენცია არის ის, რომ ორსულები უნდა აიცრან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს თბილისში ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ახალშობილის გადარჩენა კი ექიმებმა შეძლეს.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 473.502 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.585), გარდაიცვალა – 7.102 (ბოლო 24 საათში – 73).