https://sputnik-georgia.com/20210829/ra-sesazlo-patologiebs-iwvevs-covid-19-orsulebsa-da-axalsobilebsi-mecnierta-mosazreba-258890113.html
რა შესაძლო პათოლოგიებს იწვევს COVID-19 ორსულებსა და ახალშობილებში - მეცნიერთა მოსაზრება
რა შესაძლო პათოლოგიებს იწვევს COVID-19 ორსულებსა და ახალშობილებში - მეცნიერთა მოსაზრება
Sputnik საქართველო
როსპოტრებნადზორი: კორონავირუსმა ორსული ქალის ორგანიზმში მისი შვილის თვალის დაზიანება გამოიწვია 29.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-29T13:50+0400
2021-08-29T13:50+0400
2021-08-29T13:50+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251180413_0:160:3071:1887_1920x0_80_0_0_179e02635060bab73e7883c8dc72b092.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ახალშობილს, რომლის დედამ ორსულობის მე-5-მე-6 კვირაში კორონავირუსი გადაიტანა, თვალის მძიმე მანკი განუვითარდა, უამბო РИА Новости-ს „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ კლინიკურ-ანალიტიკურ საკითხებში ნატალია პშენიჩნაიამ.მან აღნიშნა, რომ ნაყოფის განვითარებაზე SARS-CoV-2-ის ნეგატიური ზეგავლენის სულ უფრო ახალი მტკიცებულებები ჩნდება.„მეცნიერმა მედიკოსებმა ამას ვერ მოუძებნეს ახსნა ვერც სხვა ინფექციებით, ვერც გენეტიკური ფაქტორებით, ვერც ნარკოტიკების მოხმარებით თუ ორსულობისას დედის სხვა რაიმე დაავადებით“, - განაცხადა პშენიჩნაიამ.მან დააზუსტა, რომ ამ შემთხვევაში თვალის განვითარების მანკი (ცალმხრივი მიკროფტალმია, თვალის ნერვის ჰიპოპლაზია და თანდაყოლილი რეტინოპათია) ანალოგიურია იმ მანკის, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმეტრში დედის მიერ გადატანილი წითურას შედეგად ვითარდება.გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში COVID-19-ით დაავადებულ ქალებს ნაადრევი მშობიარობა ეწყებათ.„ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს სხვადასხვა, მათ შორის COVID-19-ისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განვითარების შეფერხება შეიძლება ახასიათებდეს. უკავშირდება თუ არა ეს კორონავირუსს, რთული სათქმელია“, - განაცხადა სპეციალისტმა და აღნიშნა, რომ ორსული ქალის შემთხვევაში დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისას ნაყოფიც განიცდის ჰიპოქსიას და ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებაზე.ორსულობის დაგეგმვამდე გარისკვის ნაცვლად უკეთესია ვაქცინაციის ჩატარება, განაცხადა პშენიჩნაიამ.
https://sputnik-georgia.com/20210827/koronavirusit-bolo-or-welshi-13-orsuli-gardaicvala-258705624.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251180413_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1f0da91c0a668a08131b68c86e855831.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
რა შესაძლო პათოლოგიებს იწვევს COVID-19 ორსულებსა და ახალშობილებში - მეცნიერთა მოსაზრება
როსპოტრებნადზორი: კორონავირუსმა ორსული ქალის ორგანიზმში მისი შვილის თვალის დაზიანება გამოიწვია
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ახალშობილს, რომლის დედამ ორსულობის მე-5-მე-6 კვირაში კორონავირუსი გადაიტანა, თვალის მძიმე მანკი განუვითარდა, უამბო
РИА Новости-ს „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ კლინიკურ-ანალიტიკურ საკითხებში ნატალია პშენიჩნაიამ.
მან აღნიშნა, რომ ნაყოფის განვითარებაზე SARS-CoV-2-ის ნეგატიური ზეგავლენის სულ უფრო ახალი მტკიცებულებები ჩნდება.
„მეცნიერმა მედიკოსებმა ამას ვერ მოუძებნეს ახსნა ვერც სხვა ინფექციებით, ვერც გენეტიკური ფაქტორებით, ვერც ნარკოტიკების მოხმარებით თუ ორსულობისას დედის სხვა რაიმე დაავადებით“, - განაცხადა პშენიჩნაიამ.
მან დააზუსტა, რომ ამ შემთხვევაში თვალის განვითარების მანკი (ცალმხრივი მიკროფტალმია, თვალის ნერვის ჰიპოპლაზია და თანდაყოლილი რეტინოპათია) ანალოგიურია იმ მანკის, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმეტრში დედის მიერ გადატანილი წითურას შედეგად ვითარდება.
გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში COVID-19-ით დაავადებულ ქალებს ნაადრევი მშობიარობა ეწყებათ.
„ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს სხვადასხვა, მათ შორის COVID-19-ისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განვითარების შეფერხება შეიძლება ახასიათებდეს. უკავშირდება თუ არა ეს კორონავირუსს, რთული სათქმელია“, - განაცხადა სპეციალისტმა და აღნიშნა, რომ ორსული ქალის შემთხვევაში დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისას ნაყოფიც განიცდის ჰიპოქსიას და ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებაზე.
ორსულობის დაგეგმვამდე გარისკვის ნაცვლად უკეთესია ვაქცინაციის ჩატარება, განაცხადა პშენიჩნაიამ.