https://sputnik-georgia.com/20210902/259250341.html
რა შემთხვევაში ვერ შეიცვლით სახელსა და გვარს: იცოდეთ თქვენი უფლებები
რა შემთხვევაში ვერ შეიცვლით სახელსა და გვარს: იცოდეთ თქვენი უფლებები
Sputnik საქართველო
იცოდეთ თქვენი უფლებები
2021-09-02T15:16+0400
2021-09-02T15:16+0400
2021-09-03T15:08+0400
მიმოხილვები
სასარგებლო რჩევები
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23281/37/232813740_0:0:1499:844_1920x0_80_0_0_cfc4873af68d08646bbce3cb5b36c5c7.jpg
ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები შვილს ისეთ სახელს არქმევენ, რომელიც მისთვის მიუღებელია, ან უბრალოდ სურს სხვა სახელი დაირქვას. საქართველოს კანონმდებლობით, გარკვეულ ასაკში პირს შეუძლია შეიცვალოს სახელი და დაირქვას ის, რაც სურს, კანონმდებლობა პირს გვარის შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს.საქართველოში სახელის ან გვარის შეცვლის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და იმ პირებს, ვინც მოქალაქეობის არმქონეა, მაგრამ მათი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში.გაითვალისწინეთ, რომ სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ შეცვალოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.რა შემთხვევაში კრძალავს კანონმდებლობა სახელის/გვარის შეცვლასპირის სახელის ან/და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობის შემთხვევაში:- თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ.- განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;- დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცველი ორგანოების ან ინტერპოლის მიერ – ამ გარემოების აღმოფხვრამდე.- 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია და მასზე არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეღავათი;ასევე სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისგან შემდგარ) სახელს.გაითვალისწინეთ, რომ სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.რა შემთხვევაშია შესაძლებელი გვარის შეცვლაკანონმდებლობა განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც პირს შეუძლია გვარის შეცვლა. გაითვალისწინეთ, რომ გვარის შეცვლის გარკვეული საფუძვლების შემთხვევაში სრულწლოვან პირს შეუძლია გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ.პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:- მშობელთა შეერთებული გვარი;- პირდაპირი აღმავალი შტოს (ბებია-ბაბუის ჩათვლით) ნათესავის გვარი (მეოთხე თაობის ჩათვლით);- საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;- ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;- მშვილებლის გვარი;- ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;- სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბადების აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა.ასევე დაინტერესებულ პირს შეუძლია:- აღიდგინოს ისტორიული გვარი;- მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;- დაიდგინოს გვარი.რა საბუთებია საჭირო სახელის/გვარის შეცვლისთვისთუ სახელის/გვარის შეცლა გადაწყვიტეთ, უნდა დაწეროთ განცხადება სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე, ასევე დაგჭირდებათ პირადობისა და დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში), არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (თუ არასრულწლოვანი შვილები გყავთ), მშობელთა წერილობითი თანხმობა (თუ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ხართ), მეორე მშობლის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 16 წლამდე არასრულწლოვანი, არასრულწლოვნის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 10 წლის ასაკს მიღწეული პირი, გვარის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.პროცედურას 60 კალენდარულ დღე ესაჭიროება და 55 ლარი ღირს. გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია სახელის ან/და გვარის შეცვლა დაჩქარებული წესით.მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.
https://sputnik-georgia.com/20210715/rogor-movipovot-binadrobis-nebartva-252327465.html
https://sputnik-georgia.com/20210709/sakonsuli-agricxva-252263072.html
https://sputnik-georgia.com/20210528/rogor-avigot-martvis-mocmoba-251856149.html
https://sputnik-georgia.com/20210423/saziaro-nivtebi-251539590.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23281/37/232813740_0:0:1333:1000_1920x0_80_0_0_efe8c673cacb8005b865391c062812cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
ვინაობის შეცვლა
ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები შვილს ისეთ სახელს არქმევენ, რომელიც მისთვის მიუღებელია, ან უბრალოდ სურს სხვა სახელი დაირქვას. საქართველოს კანონმდებლობით, გარკვეულ ასაკში პირს შეუძლია შეიცვალოს სახელი და დაირქვას ის, რაც სურს, კანონმდებლობა პირს გვარის შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს.
საქართველოში სახელის ან გვარის შეცვლის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და იმ პირებს, ვინც მოქალაქეობის არმქონეა, მაგრამ მათი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში.
გაითვალისწინეთ, რომ სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ შეცვალოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
რა შემთხვევაში კრძალავს კანონმდებლობა სახელის/გვარის შეცვლას
პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობის შემთხვევაში:
- თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ.
- განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;
- დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცველი ორგანოების ან ინტერპოლის მიერ – ამ გარემოების აღმოფხვრამდე.
- 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია და მასზე არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეღავათი;
ასევე სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისგან შემდგარ) სახელს.
გაითვალისწინეთ, რომ სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი გვარის შეცვლა
კანონმდებლობა განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც პირს შეუძლია გვარის შეცვლა. გაითვალისწინეთ, რომ გვარის შეცვლის გარკვეული საფუძვლების შემთხვევაში სრულწლოვან პირს შეუძლია გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ.
პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
- მშობელთა შეერთებული გვარი;
- პირდაპირი აღმავალი შტოს (ბებია-ბაბუის ჩათვლით) ნათესავის გვარი (მეოთხე თაობის ჩათვლით);
- საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
- ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
- ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;
- სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბადების აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა.
ასევე დაინტერესებულ პირს შეუძლია:
- აღიდგინოს ისტორიული გვარი;
- მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;
რა საბუთებია საჭირო სახელის/გვარის შეცვლისთვის
თუ სახელის/გვარის შეცლა გადაწყვიტეთ, უნდა დაწეროთ განცხადება სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე, ასევე დაგჭირდებათ პირადობისა და დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში), არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (თუ არასრულწლოვანი შვილები გყავთ), მშობელთა წერილობითი თანხმობა (თუ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ხართ), მეორე მშობლის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 16 წლამდე არასრულწლოვანი, არასრულწლოვნის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 10 წლის ასაკს მიღწეული პირი, გვარის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროცედურას 60 კალენდარულ დღე ესაჭიროება და 55 ლარი ღირს. გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია სახელის ან/და გვარის შეცვლა დაჩქარებული წესით.
მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.