როგორ დავდგეთ საკონსულო აღრიცხვაზე სახლიდან გაუსვლელად – ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
საკონსულო აღრიცხვა საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირებაა. შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
გაითვალისწინეთ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან თქვენი მხრიდან რაიმე ვალდებულებას. ის ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს. მაგალითად, უცხო ქვეყანაში შექმნილი საომარი თუ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში – თქვენი ადგილსამყოფელის დროულად დადგენას და საკონსულო დახმარების ეფექტურად გაწევას. საკონსულო აღრიცხვა ასევე შესაძლებლობას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში – საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
სასურველია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. თუ საქართველოს მოქალაქე 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფება საზღვარგარეთ, ის ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:
სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ-რეგისტრაციის საშუალებით;
ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით;
ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საელჩოში/საკონსულოში.
როგორ დავდგეთ საკონსულო აღრიცხვაზე სახლიდან გაუსვლელად
ვაქცინაციის ცენტრი Hualing Plaza  - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
როგორ იმუშავებს ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამა საქართველოში
სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე შეავსეთ ელექტრონული განცხადება, ატვირთეთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდით დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატეთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით.
განაცხადის დასადასტურებლად განახორციელეთ ვიდეოზარი სააგენტოს ოპერატორთან. Skype-ის ქსელში სამსახურის სახელია: sda.gov.ge.
საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ასევე შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვვეობით: www.geoconsul.gov.ge.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
როგორ ეხმარება საქართველოს მთავრობა სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას
რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად?
თქვენ დაგჭირდებათ ბიომეტრიული ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.
რამდენია ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის საფასური?
ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა.
როგორ უნდა მიხვდეთ განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?
განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.
რუსეთის მოქალაქის პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
რეპატრიაცია რუსეთში: ვის და როგორ შეუძლია საცხოვრებლად გადასვლა
ვის შეუძლია ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა?
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე.
ვის შეუძლია იყოს განმცხადებელი საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნაზე ონლაინ რეჟიმში?
ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლია 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მზრუნველს ან მეურვეს.
რა შემთხვევაში შეიძლება გეთქვათ უარი ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე?
· შეუძლებელია წარდგენილ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიცირება;
· ვერ დგინდება განმცხადებლის უცხო ქვეყანაში ყოფნის ფაქტი;
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.
 
ყველა ახალი ამბავი
0