როგორ ეხმარება საქართველოს მთავრობა სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კომპანიებს, რომელთა რეგისტრაციის ვადა ორ წელიწადს არ აღემატება.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში სახელმწიფომ 100 ათასი ლარით ჯამურად 115 სტარტაპი დააფინანსა. იუწყება ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ აქტიურად უწყობენ ხელს ქვეყანაში სტარტაპების განვითარებას. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სფეროს ხელშეწყობაა. სააგენტო სამეწარმეო და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სტარტაპები, ინოვაციები და ახალი გადაწყვეტილებები - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე საქართველოში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება

სააგენტომ მეშვიდედ გამოაცხადა თანადაფინანსების საგრანტო კონკურსი ინოვაციური და კრეატიული პროექტების გამოსავლენად.

"ქართული სტარტაპები უკვე ძალიან კონკურენტუნარიანები არიან გლობალურად და გვაქვს წარმატებული მაგალითები, სადაც ჩვენმა სტარტაპებმა სახელმწიფოს დაფინანსების შემდეგ მოიზიდეს კერძო ინვესტიცია სილიკონის ველიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში უკვე გლობალურად ძალიან მაღალკონკურენტუნარიანები და მაღალ დონეზე ვართ", – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რომლითაც იგი ეხმარება სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას საქართველოში.

როგორ მივიღოთ გრანტი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომელთა რეგისტრაციის ვადა არ აღემატება ორ წელიწადს. კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ და ფინანსდება 40 კომპანია.

სტარტაპი „დესკომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2020
„როგორ შევქმნათ სტარტაპი“: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიონ ლარს. თითო სტარტაპერს შეუძლია მაქსიმუმ 100 ათასი ლარის მოთხოვნა. კიდევ ერთი პირობაა – პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა მსოფლიო ბანკის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

საერთო ჯამში სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა 35 მილიონი ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია მოიზიდეს. აქედან 28 მილიონი 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, 11,3 მილიონი ლარი კი სააგენტოს დაფუძნების მომენტიდან სტარტაპებისთვის საგრანტო პროგრამების გზით გამოიყო.

შარშან საგრანტო პროგრამებში 77 სტარტაპერი გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0