„როგორ შევქმნათ სტარტაპი“: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

© Sputnik / Denis Aslanovსტარტაპი „დესკომი“
სტარტაპი „დესკომი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი ხორციელდება Kings Georgia-თან ერთად და კურსს წარუძღვებიან საქართველოს წამყვანი და გამოცდილი ტრენერები

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პროექტს „როგორ შევქმნათ სტარტაპი“ იწყებს.

პროექტის მიზანი ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაცია, მსოფლიო ტრენდების გაცნობა და მათი იდეების განხორციელების ხელშეწყობაა.

დამსვენებლები საფრანგეთის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
დასვენება ზღვაზე COVID-19-თან ერთად: ჭკვიანი გაჯეტები უსაფრთხოებისათვის

სააგენტოს განცხადებით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შემდეგი ქალაქებიდან: ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და კასპი. პროექტის ფარგლებში 40 მონაწილე შეირჩევა

კურსის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: პროექტზე გუნდურად მუშაობა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელის განხილვა და დისკუსიები, ფინალური პრეზენტაციები და ა.შ.

პროექტი ხორციელდება Kings Georgia-თან ერთად და კურსს წარუძღვებიან საქართველოს წამყვანი და გამოცდილი ტრენერები.

კურსი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ხოლო შემაჯამებელი შეხვედრები - რეგიონალურ ტექნოპარკებში.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 9 აგვისტოს ჩათვლით. 

ყველა ახალი ამბავი
0