დასახელდა კვირის ყველაზე საშიში დღე ინფარქტის კუთხით

© Pixabay / Pexelsგულის შეტევა
გულის შეტევა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. პოლონელმა მეცნიერებმა გულის ინფარქტით გარდაცვლილთა მონაცემთა ბაზა შეადგინეს, რომლის შესწავლის შედეგადაც კვირის ყველაზე სახიფათო დღე გამოავლინეს, იუწყება მასმედია.
სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
სისხლის ჯგუფი და ინფარქტი: დადგინდა, ვის უფრო ხშირად ემართება დაავადება
გულის დაავადებათა ცენტრის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ყველზე ხშირად ადამიანებს ინფარქტები ორშაბათობით ემართებათ.
მათი თქმით, ინფარქტების რაოდენობა კვირის ამ დღეს 17 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როცა სხვა სადაგ დღეებში ეს მაჩვენებელი 15%-ია, ხოლო უქმეებზე — მხოლოდ11-12 პროცენტი.

მეცნიერებმა გამოავლინეს სხვა კანონზომიერებაც: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში ინფარქტის ალბათობა მეტად მაღალია შვებულების პირველ და ბოლო დღეებში. სწავლულები ამას დღის ჩვეული რეჟიმის დარღვევით ხსნიან.
ქალი გულის აპლიკაციით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2020
ეს უნდა იცოდეთ: სახელდება ინფარქტის განსხვავებული ნიშნები ქალებში
გარდა ამისა, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ინფარქტები ყველაზე ხშირად ემართებათ არა დილით — არამედ შუადღის შემდეგ.
დილის 6 საათიდან შუადღის 12 საათამდე ფიქსირდება ინფარქტების 27%;
12 საათიდან საღამოს 6 საათამდე — 35 პროცენტი;
საღამოდან შუაღამემდე პერიოდზე ინფარქტების 22% მოდის;
ხოლო ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე ყველაზე მშვიდი პერიოდი დგება და მასზე გულის შეტევების მხოლოდ 16 პროცენტი მოდის.
ქალი და ბავშვი სარკეში იყურებიან - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2020
მოახლოებული ინფარქტის მოულოდნელი ნიშანი: ყურადღება მიაქციეთ ენას
ყველა ახალი ამბავი
0