თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. გულის შეტევის მოახლოების ერთ-ერთი სიგნალი შეიძლება იყოს ენის ფერის შეცვლა, კარდიოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა Express.
როგორც გუანჩჟოუს უნივერსიტეტის ჩინური მედიცინის საავადმყოფოს ექიმი ტიანჰუეი იუანი ამბობს, ენაზე არსებულ მიკროორგანიზმებს შეუძლია გულის უკმარისობის დიაგნოზის დასმაში დაგვეხმაროს.
მისი თქმით, ჯანმრთელი და ავადმყოფი ადამიანების ენები აბსლუტურად განსხვავებულად გამოიყურება.
ირკვევა, რომ ჯანმრთელ პაციენტებს ენა მკრთალი წითელი აქვთ მრქალი თეთრი ნადებით, ხოლო გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს — წითელი ენა ყვითელი ნადებით. ამასთან, დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ იცვლება ენის შესახედაობაც.
ასე რომ, სპეციალისტის თქმით, თუ ენაზე მსგავსი ცვლილება შენიშნეთ, იცოდეთ, რომ ეს მოახლოებული ინფარქტის ნიშანი შეიძლება იყოს და სასწრაფოს მიმართეთ ექიმს.