სისხლის ჯგუფი და ინფარქტი: დადგინდა, ვის უფრო ხშირად ემართება დაავადება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ანალიზი ლაბორატორიაში
სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
ამერიკელმა მეცნიერება დაახლოებით ნახევარ მილიონ პაციენტზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს, სისხლის რომელი ჯგუფის მქონეებს აქვთ ინფარქტის განვითარების ყველაზე მეტი შანსი

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მეცნიერებმა განსაზღვრეს, რამდენად ახდენს გავლენას ადამიანის სისხლის ჯგუფი მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკებზე, კვლევის შედეგები American Heart Association-ის საიტზეა გამოქვეყნებული.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2019
დადგენილია სისხლის ყველაზე სახიფათო ჯგუფი: ჰარვარდელი მეცნიერების კვლევა

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში 400 ათასზე მეტმა კაცმა მიიღო მონაწილეობა.

მეცნიერთა მონაცემებით, სისხლის II და III ჯგუფების მქონეებში მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი 8%-ით მაღალია I ჯგუფის სისხლის მქონეებთან შედარებით.

გარდა ამისა, სწავლულებმა დაადგინეს, რომ სისხლის II და III ჯგუფებში ვენების თრომბოზისა და ფილტვის თრომბოემბოლიის პროცესის დაწყების რისკი 51 და 47%-ით (შესაბამისად) უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფებში.

ალკოჰოლი და სისხლის ჯგუფები: მეცნიერებმა ყველაზე სუსტები და ყველაზე გამძლეები დაადგინეს>>

ამასთან აღინიშნება, რომ სისხლის I ჯგუფის მქონეები უფრო მეტად არიან მიდრეკილები მაღალი არტერიული წნევისადმი.

როგორც გამოცემა Times of India წერს, ანალოგიური კვლევა 2017 წელსაც ჩატარდა. მაშინ ექიმებმა ერთი მილიონი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სისხლის ჯგუფის მიხედვით შეიძლება დადგინდეს, რა დაავადებები შეიძლება განუვითარდეს პაციენტს მომავალში. ამ დაავადებებს შორის იყო მიოკარდიუმის ინფარქტიც.

ყველა ახალი ამბავი
0