04:05 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (607)
213711

დნმ-ის კვლევამ აჩვენა, რომ გენი, რომელიც სისხლის ჯგუფის სტატუსს განსაზღვრავს, სპირალის იმავე ნაწილში მდებარეობს, რომელშიც ალკოჰოლიზმისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილების განმსაზღვრელი გენი.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლის ჯგუფი არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ ასევე განსაზღვრავს მის ფსიქიკურ მდგომარეობას და ალკოჰოლისადმი მიდრეკილებასაც კი. 

როგორც დნმ-ის კვლევამ აჩვენა, გენი, რომელიც სისხლის ჯგუფის სტატუსს განსაზღვრავს, სპირალის იმავე ნაწილში მდებარეობს, რომელშიც ალკოჰოლიზმისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილების განმსაზღვრელი გენი.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევა აშშ-სა და იაპონიაში ჩაატარეს და ის ადამიანები შეისწავლეს, რომლებიც ალკოჰოლიზმით იყვნენ დაავადებული. შედეგად – სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალკოჰოლზე ყველაზე მეტად სისხლის მეორე ჯგუფის მქონე ადამიანები არიან დამოკიდებული. კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, პროფესორ რ.მ. მორზეს თქმით, მიღებული მონაცემები, აშშ-ისა და აზიის გარდა, თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს მთელ მსოფლიოზე. 

დადგენილია სისხლის ყველაზე სახიფათო ჯგუფი: ჰარვარდელი მეცნიერების კვლევა

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს შესაძლოა დამოკიდებული იყოს თირკმელზედა ჯირკვლის მუშობის თავისებურებაზე,  რა დროსაც ადამიანი სისხლში გლუკოზის უკმარისობას განიცდის და ქვეცნობიერ დონეზე ცდილობს დეფიციტის კომპენსირებას ალკოჰოლით.

გარდა ამისა, მეორე ჯგუფის მქონეთ ალკოჰოლიზმისკენ ასევე შეიძლება უბიძგოს სტრესებმაც, რომლებსაც „მეორე ჯგუფელები“ სწორედ სპირტიანი სასმელებით იხსნიან ყველაზე მარტივად. ანუ ისინი მოდუნების მიზნით იწყებენ ალკოჰოლის სმას და დროთა განმავლობაში ეჩვევიან ქცევის ამგვარ მოდელს. 

კვლევის თანახმად, პრობლემას აღრმავებს ის ფაქტი, რომ, გამომდინარე ჯანმრთელობის თავისებურებებიდან, სწორედ სისხლის მეორე ჯგუფის მქონეებისთვისაა რეკომენდებული შავი (წითელი) ღვინის მიღება ზომიერი ულუფებით, რათა ქოლესტერინის ფოლაქები „გადნეს“ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა გაუმჯობესდეს.

სისხლის ჯგუფი და პიროვნული თვისებები: საინტერესო კანონზომიერებები>>

სამეცნიერო კვლევის თანახმად, ალკოჰოლისადმი ფსიქოლოგიურად ყველაზე მდგრადებად სისხლის პირველი ჯგუფის მქონე ადამიანები მიიჩნევიან, თუმცა საფრთხეები მათ შემთხვევაშიც არსებობს.

გამომდინარე მაღალი მჟავიანობისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი პრობლემების გამო, ექიმები „პირველებს“ ურჩევენ, მიირთვან მხოლოდ ხარისხიანი წითელი ან თეთრი ღვინო, ასევე ლუდი — აუცილებლად ზომიერად.

რაც შეეხება „მესამეებს“, სპეციალისტები მათ ურჩევენ, საერთოდ უარი თქვან სპირტიან სასმელებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის სისხლის მქონეებს სპირტიანი სასმელები (თუ ის 20 გრადუსზე ძლიერი არ არის) დიდი ხნის განმავლობაში არ აყენებს ზიანს, ეს მაინც დროებითი მოვლენაა. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლის მომხმარებლებს შორის გულისა და ღვიძლის დაავადებები სწორედ მესამე ჯგუფოსნებს ემართებათ ყველაზე ხშირად.

აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლისადმი ყველაზე „ტოლერანტულები“ — როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით — არიან სისხლის მეოთხე ჯგუფის მქონენი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სპირტიანი სასმელებით გამოწვეული პრობლემებისგან დაცულები არიან — ალკოჰოლიზმი ნებისმიერის ჯანმრთელობას ანადგურებს.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (607)

მთავარი თემები