გენეტიკის კანონები: რომელი ჯგუფის სისხლი უნდა ჰქონდეს ბავშვს, თუ...

CC BY 2.0 / Victor / HIV and Hepatits Testსისხლის ანალიზის ჩაბარება
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუ დაადანაშაულებთ ცოლს ღალატში, თუ სისხლის ჯგუფი მაინცდამაინც თქვენსას არ დაემთხვა. ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ გენეტიკის კანონებია.

ადამიანის სისხლი ორი ძირითადი მახასიათებლით განისაზღვრება. პირველი — ეს არის სისხლის ჯგუფი, რომელიც ოთხი ტიპისაა l, ll, lll, lV (ან О, А, В, АВ). სისხლის ჯგუფის ფორმირება ერითროციტების ზედაპირზე ანტიგენების შემადგენლობის მიხედვით ხდება. მეორე მახასიათებელი რეზუს-ფაქტორია. ის მიუთითებს რეზუს-ცილის არსებობაზე ან არარსებობაზე და აღინიშნება ასე: Rh+ ან Rh-. 

სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
ამიერიდან სისხლის ანალიზით სიცოცხლის ხანგრძლივობაც დადგინდება: მეცნიერული კვლევა

სისხლი მემკვიდრეობით მენდელის კანონების მიხედვით გადაეცემა. ამიტომ ბავშვებში ის შეიძლება მშობლებისგან განსხვავებული იყოს. მაგალითად, თუ დედას პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, მამას კი მეოთხე, ბავშვს, 50%-იანი ალბათობით, შეიძლება ჰქონდეს მეორე ან მესამე ჯგუფის სისხლი. რატომ ხდება ასე?

მემკვიდრეობის კანონები

სისხლის ჯგუფი სამი შესაძლო ალელიდან — O, A და B — ორი კომბინაციით განისაზღვრება: A და B თანაბარია ერთმანეთის, მაგრამ დომინანტური O-სთან მიმართებაში. ალელებით ჩაწერილი სისხლის ჯგუფები ასე გამოიყურება:

პირველი — OO.

მეორე — AA, AO.

მესამე — BB, BO.

მეოთხე — AB.

მშვიდები, კრიტიკულები და ონკოლოგიისადმი მიდრეკილები: მეცნიერები ასახელებენ სისხლის ჯგუფს

მენდელის კანონებმა შესაძლებელი გახადა მემკვიდრეობის შემდეგი წესების ჩამოყალიბება:

  • ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს IV ჯგუფი, თუ ერთ მშობელს მაინც არ აქვს I.
  • ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ჯგუფის სისხლი, გარდა I-სა, თუ დედას და მამას აქვთ IV.
  • თუ ორივე მშობელს I ჯგუფის სისხლი აქვს, მაშინ ბავშვს აუცილებლად I ჯგუფი ექნება.
  • თუ მშობლებს III და IV ჯგუფის სისხლის აქვთ, ბავშვებს შეიძლება ნებისმიერი ჯგუფის სისხლი გამოჰყვეთ.
  • თუ მშობლებს ერთნაირი — II ან III ჯგუფის სისხლი აქვთ, ბავშვს შეიძლება I ჯგუფის სისხლი ჰქონდეს.

ეს იმის გამო ხდება, რომ დედა და მამა პატარას წყვილიდან მხოლოდ ერთ საკუთარ ალელს გადასცემენ. თუ რომელს, უცნობია. 

სისხლის ანალიზები - Sputnik საქართველო
სისხლის ჯგუფი და პიროვნული თვისებები: საინტერესო კანონზომიერებები

მაგალითად, თუ დედას აქვს AO, ანუ მეორე ჯგუფი, მამას კი AB, ანუ მეოთხე, ბავშვმა შეიძლება მიიღოს ალელების შემდეგი კომბინაციები: AA, AB, OA, OB.  შესაბამისად, მივიღებთ შანსებს:

მეორე ჯგუფის სისხლი — 50%

მესამე ჯგუფის სისხლი — 25%

მეოთხე ჯგუფის სისხლი — 25%.

მოკლედ, ნუ დაადანაშაულებთ ცოლს ღალატში, თუ სისხლის ჯგუფი მაინცდამაინც თქვენსას არ დაემთხვა. ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ გენეტიკის კანონებია.

ყველა ახალი ამბავი
0