ეს უნდა იცოდეთ: სახელდება ინფარქტის განსხვავებული ნიშნები ქალებში

© Pexels / Engin Akyurtქალი გულის აპლიკაციით ხელში
ქალი გულის აპლიკაციით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალები იშვითად იძახებენ სასწრაფო დახმარებას მაშინაც კი, თუ გულის შეტევის სერიოზული სიმპტომები აქვთ, ამბობენ კარდილოგები

თბილისი, 19 დეკემბერი ― Sputnik. მამაკაცებისგან განსხვავებით, მოწიფულ ასაკში ქალებში ინფარქტი ხშირად არც ისე გამოხატულად და მკაფიოდ ყალიბდება, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, ექიმ-პათოფიზიოლოგი ალიონა პარეცკაია და ევროპის კარდილოგთა საზოგადოების წევრი, კარდიოლოგი ნატალი გავრილიუკი.

გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო
განსხვავებული მაცნეები: დასახელდა მოახლოებული ინფარქტის „არააშკარა“ ნიშნები

მათი თქმით, ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, გულის დაავადებები სიკვდილის ძირითადი მიზეზია. ამ ტიპის დაავადებებით ქალები ხუთჯერ ხშირად იღუპებიან, ვიდრე ძუძუს კიბოთი. ამასთან ქალებში მწვავე ინფარქტების 20% უსიმპტომოდ მიმდინარეობს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან დიაბეტით დაავადებული პაციენტები ― მათ, დიდი ალბათობით, ინფარქტი ატიპიური სიმპტომებით გამოუვლინდებათ, რომლებიც ფილტვების ან კუჭის პრობლემებს წააგავს.

კარდიოლოგების რჩევით, ადამიანმა ექიმს ინფარქტის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე უნდა მიმართოს, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ ქალების დაახლოებით მესამედი ამ დროს გულმკერდის არეში ტკივილს არ განიცდის. ქალი-პაციენტების 71% აცხადებს, რომ დაახლოებით ორი კვირიდან ერთი თვის განმავლობაში გრიპისმაგვარ სიმპტომებს განიცდიდა და მხოლოდ ამის შემდეგღა გრძნობდა უფრო ძლიერ დისკომფორტს ან ძლიერ ქოშინს.

ქალი და ბავშვი სარკეში იყურებიან - Sputnik საქართველო
მოახლოებული ინფარქტის მოულოდნელი ნიშანი: ყურადღება მიაქციეთ ენას

სპეციალისტების თქმით, პაციენტის არაინფორმირებულობა ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ ინფარქტის მსუბუქი სიმპტომების დროს ქალები ექიმებს არ მიმართავენ. სწორედ ამიტომ ალიონა პარეცკაია და ნატალი გავრილიუკი ასახელებენ რამდენიმე ნიშანს, რომლებმაც აუცილებლად უნდა დააყურადოს ქალი პაციენტები.

ინფარქტის ნიშნები ქალებში

ქალებში მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული ნიშნები ასეთია:

  • ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და არ ქრება, შეიძლება იგრძნობოდეს დაწოლა, შებოჭილობა ან შეკუმშვა;
  • ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მარცხენა ან მარჯვენა მკლავზე, ასევე კისერზე, ყბაზე, ზურგზე ან მუცელზე;
  • ქალს შეიძლება ჰქონდეს გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობა, თავბრუხვევა ან ქოშინი.

სხვა ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:

  • უეცარი შფოთვა, პანიკის შეტევის მსგავსი;
  • მუდმივი ხველა ან ხიხინი.

კარდილოგების განმარტებით, ინფარქტთან ასოცირდება რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომელთა კონტროლი ან შეცვლა შეუძლებელია. მაგალითად:

გულის შეტევა - Sputnik საქართველო
კვირის ყველაზე სახიფათო დღე ინფარქტისთვის: მეცნიერები გვაფრთხილებენ

სქესი ― მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გულის დაავადებებისა და ინფარქტების მიმართ, ვიდრე ქალები;

ოჯახური ისტორია ― წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული გულის გენეტიკური დაავადება, რომლის კონტროლი ან შეცვლა შეუძლებელია;

ასაკი ― 65 წელს გადაცილებული ადამიანები უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან.

შვედი კარდილოგების რჩევა მათ, ვისაც ინფარქტი აქვს გადატანილი>>

ალიონა პარეცკაია და ნატალი გავრილიუკი ურჩევენ ქალ-პაციენტებს, ყურადღება გაამახვილონ ჩამოთვლილ ნიშნებზე და გაითვალისწინონ ისინი. ექიმები ხაზს უსვამენ სამწუხარო ფაქტს, რომ ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით, მიოკარდიუმის ინფარქტზე სერიოზული ნიშნების შემთხვევაშიც კი, დაუყოვნებლივ იშვიათად იძახებენ ხოლმე სასწრაფო დახმარებას. ამის გამო კი მკვეთრად მცირდება გადარჩენისა და სრული გამოჯანმრთელების შანსი.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური