დაუმარცხებელი ქართველი „ნინძა“ და კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული კვარაცხელია

© Georgian Football Federationხვიჩა კვარაცხელია თამაშისას
ხვიჩა კვარაცხელია თამაშისას - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის მიღმა დარჩნენ. გასულ კვირას დიდი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.
ერეკლე ხიტალიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ემზადება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენიმე დღის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ეროვნული ლიგიდან რამდენიმე ფეხბურთელიც მოხვდა. ფრანგმა სპეციალისტმა უკვე დაიმკვიდრა თავი ნაკრებში და რისკიან გადაწყვეტილებებსაც არ ერიდება.
ტოკიოს პარალიმპიადის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
კიდევ ერთი ვერცხლი: საქართველომ პარალიმპიურ თამაშებზე მესამე მედალი მოიპოვა
მომავალი შეხვედრებისთვის სანიოლის რჩეულთა სიაში შვიდი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობიდანაა, მათ შორის სამი დებიუტანტია. ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი ფანცულაია, ასევე საბა ხვადაგიანი (თბილისის „დინამო“) და ლუკა ლოჩოშვილი (ავსტრიის „ვოლფსბერგერი“). უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდენ გიორგი ჩაკვეტაძე და ვაკო ყაზაიშვილიც. ჩაკვეტაძე ბოლო დროს ტრავმების გამო ვერც ბელგიურ „გენტში“ ახერხებდა თამაშს. მისი სანაკრებო მატჩები კი ქართველ ქომაგებს კარგად ახსოვთ.
ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის დუეტს სანიოლის ფორმაციის ნაკრებში, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა. გაფართოებულ შემადგენლობაში „რუბინის“ ქართველი ვარსკვლავი თავდაპირველად ნამდვილად იყო, თუმცა გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას მიკროტრავმა აწუხებს და „ჯვაროსნებს“ მოახლოებულ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან კვარაცხელიას გარშემო ბოლო დროს დიდი ხმაურია ატეხილი. ქართველი ვარსკვლავის მომავალი ამ დრომდე ბურუსითაა მოცული, რადგან ის, მსგავსად ნაკრებისა, არც ყაზანური კლუბის შემადგენლობაში ჩანს. გულშემატკივარს შთაბეჭდილება დარჩა, რომ კვარაცხელიას ტრავმა გარკვეული მიზეზების გამო გამოიგონეს და პროტესტის ტალღაც აგორდა.
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება
მოგვიანებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟით შეწუხებულმა ფეხბურთელმა ამ ყველაფერზე კომენტარი თავად გააკეთა, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე საუბარს კვლავ თავი აარიდა. ხვიჩამ გულშემატკივარს კრიტიკისთვის მადლობაც კი გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მას უფრო ძლიერს გახდის.

„ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე, რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ უბრალოდ არ ჩამოვდივარ, სრული აბსურდია! ყველაფერზე მეტად ახლა ჩემი ქვეყნის გვერდით დგომა მინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრამვა ამის საშუალებას არ მაძლევს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის, არის მადლობა – ეს უფრო ძლიერს მხდის! მადლობა გვერდში დგომისთვის“, – წერს ხვიჩა.

კვარაცხელია სანიოლმა გიორგი წიტაიშვილით ჩაანაცვლა. ეს ის წიტაიშვილია, რომელმაც უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მუნდიალის ფინალში გოლითაც გამოირჩა.
კვარაცხელიას არყოფნით გამოწვეული გაღიზიანება სხვა ქართველი ფეხბურთელების ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ჩააცხრო. მაგალითად, საბა ლობჟანიძემ, რომელიც თურქულ „ჰატაისპორში“ თამაშობს, გასულ კვირას ჯერ „გალათასარაის“ გაუტანა, შემდეგ კი „ალანიასპორთან“ ისეთი გოლი შეაგდო, თვით რიკი კუარეჟმასაც შეშურდებოდა. მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული იერიში საბამ გარე ტერფით იდეალური დარტყმით დაასრულა და გულშემატკივრის ოვაციებიც დაიმსახურა.
უნდა აღინიშნოს, რომ საბა თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობს. კარგ ფორმაშია გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც „ვალენსიას“ რიგებში უკვე მესამე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და სამიდან ორჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. „ღამურებმა“ ალავესთან 3:0 იმარჯვეს და მამარდაშვილი კვლავ რამდენიმე კარგი „სეივით“ გამოირჩა. თავის მხრივ, კარგ ფორმაშია ოთარ კიტეიშვილიც, ის ავსტრიული „შტურმის“ ნამდვილი ლიდერია და უნდა ველოდოთ, რომ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში „ათიანის“ პოზიციას სწორედ ის შეითავსებს.
 UFC-ს ტურნირი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
გიგა ჭიკაძემ UFC-ს ტურნირის მთავარი ბრძოლა მოიგო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს სამ შეხვედრას გამართავს. 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოსთან მატჩის შემდეგ, 5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მაყურებელი ვერ დაესწრება.

გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე კვლავ დაუმარცხებელია. ქართველი მებრძოლი UFC-ს მთავარი მოვლენის გამარჯვებულია.

გიგა ჭიკაძემ გამოცდილი ბრაზილიელი მებრძოლი ედსონ ბარბოსა UFC-ს ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში დაამარცხა და ისტორიაც დაწერა. ჭიკაძე პირველი ქართველია, რომელმაც Main Event-ში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვების მოსაპოვებლად სამი სრული რაუნდიც არ დასჭირდა.
ბრძოლის დაწყების პირველი წამებიდანვე ქართველი „ნინძას“ უპირატესობა იგრძნობოდა. მესამე რაუნდში უკვე ბრაზილიელი გადაიღალა, რითიც გიგამ ისარგებლა და ორთაბრძოლა ვადაზე ადრე დაასრულა.
შთამბეჭდავი მასტერ-კლასი: გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა ნოკაუტით დაამარცხა                                            - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
შთამბეჭდავი მასტერ-კლასი: გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა ნოკაუტით დაამარცხა - ვიდეო
ჭიკაძემ ბრძოლის შემდეგ გულშემატკივარს მიმართა და განცხადებაც გააკეთა, რომ ის ქამრისთვის იბრძოლებს. გიგამ მაქს ჰოლოვეი გამოიწვია და ადგილზე შეკრებილ ქომაგსა და ათასობით მაყურებელს უთხრა, რომ ჰოლოვეისთან სურს დაპირისპირება. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ნოკაუტით ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.

ქართველი ჩოგბურთელები US Open-ზე ასპარეზობენ. ბასილაშვილმა ძირითადი ბადის პირველი მეტოქის ვინაობა შეიტყო

ამერიკის ღია პირველობის წილისყრის შედეგად საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ სებასტიან კორდას შეხვდება. ბასილაშვილი 21 წლის ამერიკელს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში უძლიერეს ესპანელ ჩოგბურთელს პაბლო კარენო ბუსტას შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე რეიტინგში 39-ე პოზიციას იკავებს, ხოლო მისი ამჟამინდელი მეტოქე სებასტიან კორდა 45-ე ადგილზეა.
ქართველ ჩოგბურთელს გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში უინსტონ-სალემის ტურნირზე უნდა ეთამაშა, თუმცა შეხვედრამდე ორი დღით ადრე გაირკვა, რომ ნიკოლოზს ავადმყოფობა აწუხებდა. იმასაც ვარაუდობენ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ავადმყოფობა მოიმიზეზა, რათა დიდი სლემისთვის კარგად მომზადებულიყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზადება დიდი სლემისთვის თუ ავადმყოფობა? – ბასილაშვილი უინსტონ-სალემს არ ითამაშებს
გასულ კვირაში ამერიკის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო წრეში დამარცხდა 29 წლის ეკატერინე გორგოძე. ქართველმა ჩოგბურთელმა 23 წლის იტალიელი ლუკრეცია სტეფანინის ბარიერი ვერ გადალახა (213) და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა (3:6, 6:3, 0:6).
ქართველი გულშემატკივარი ბევრს მოელოდა მარიამ ბოლქვაძისგან, რომელიც US Open-ის შესარჩევ ეტაპზე 18 წლის ბრიტანელ ემმა რადუკანუსთან ორ სეტში დამარცხდა.
შეხვედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. მარიამმა როგორც პირველ, ასევე მეორე სეტშიც საკუთარი მოწოდება ორჯერ დათმო და დიდი სლემის ტურნირს გამოეთიშა.
ამერიკის ღია პირველობაზე მარიამის საუკეთესო შედეგი ძირითადი ბადის მეორე წრეში თამაშია. მაშინ ახალგაზრდა ქართველმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო და მეორე წრეში გამოცდილ კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა.
ყველა ახალი ამბავი
0