https://sputnik-georgia.com/20210824/basilasvili-uinston-salems-ar-itamasebs-258541707.html
მზადება დიდი სლემისთვის თუ ავადმყოფობა? – ბასილაშვილი უინსტონ-სალემს არ ითამაშებს
მზადება დიდი სლემისთვის თუ ავადმყოფობა? – ბასილაშვილი უინსტონ-სალემს არ ითამაშებს
Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში მიმდინარე ტურნირზე არგენტინელ კორიას უნდა შეხვედროდა. ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებას, სავარაუდოდ, ავადმყოფობის გამო გამოეთიშა. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T17:04+0400
2021-08-24T17:04+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422426_0:85:3071:1812_1920x0_80_0_0_1e9735c624000d2ded14232e5bf48981.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში მიმდინარე უინსტონ-სალემის ტურნირს ჩაეხსნა.სავარაუდოა, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ATP-ს 250-ქულიან ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს. უფრო დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.29 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 39-ე ადგილს იკავებს, უინსტონ-სალემის გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ერთვებოდა, სადაც მისი მეტოქე არგენტინელი ფედერიკო კორია უნდა ყოფილიყო (61). შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო. მაგრამ კორია ბასილაშვილის ნაცვლად ფრანგ პიერ ჰუგეს ჰერბერტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი ამ ტურნირზე მეშვიდე ნომრად იყო განთესილი.უინსტონ-სალემის ტურნირის შემდეგ ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს. არ არის გამორიცხული, რომ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მიზეზი სწორედ დიდი სლემის ჩემპიონატს უკავშირდებოდეს და ქართველი ჩოგბურთელი ძალებს ზოგავდეს. ამერიკის ღია პირველობა 30 აგვისტოს დაიწყება, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი ძირითადი ბადიდან ჩაერთვება.ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა, სადაც პირველივე წრეში იტალიელ ფაბიო ფონინისთან ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:3 დამარცხდა. დიდი ალბათობით, ქართველი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობისთვის დაბრუნდება.
https://sputnik-georgia.com/20210817/basilaSvili-cincinatis-masterss-gamoeTiSa-252605224.html
https://sputnik-georgia.com/20210813/basilaSvili-torontos-masterss-gamoeTiSa-252570582.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422426_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_82ff037d557d34430568bd9e8e07f183.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
მზადება დიდი სლემისთვის თუ ავადმყოფობა? – ბასილაშვილი უინსტონ-სალემს არ ითამაშებს
17:04 24.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში მიმდინარე ტურნირზე არგენტინელ კორიას უნდა შეხვედროდა. ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებას, სავარაუდოდ, ავადმყოფობის გამო გამოეთიშა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში მიმდინარე უინსტონ-სალემის ტურნირს ჩაეხსნა.
სავარაუდოა, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ATP-ს 250-ქულიან ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს. უფრო დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
29 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 39-ე ადგილს იკავებს, უინსტონ-სალემის გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ერთვებოდა, სადაც მისი მეტოქე არგენტინელი ფედერიკო კორია უნდა ყოფილიყო (61). შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო. მაგრამ კორია ბასილაშვილის ნაცვლად ფრანგ პიერ ჰუგეს ჰერბერტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი ამ ტურნირზე მეშვიდე ნომრად იყო განთესილი.
უინსტონ-სალემის ტურნირის შემდეგ ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს. არ არის გამორიცხული, რომ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მიზეზი სწორედ დიდი სლემის ჩემპიონატს უკავშირდებოდეს და ქართველი ჩოგბურთელი ძალებს ზოგავდეს. ამერიკის ღია პირველობა 30 აგვისტოს დაიწყება, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი ძირითადი ბადიდან ჩაერთვება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა, სადაც პირველივე წრეში იტალიელ ფაბიო ფონინისთან ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:3 დამარცხდა. დიდი ალბათობით, ქართველი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობისთვის დაბრუნდება.