ბასილაშვილის დასანანი მარცხი – ქართველი ჩოგბურთელი ტორონტოს მასტერსს გამოეთიშა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა პოლონელ მეტოქესთან თითქმის სამი საათი ითამაშა და სამ სეტში დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალურ ეტაპზე ბასილაშვილი რუს დანილ მედვედევს შეხვდებოდა.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს „მასტერსს“ მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი იყო, რომელიც რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს. ბასილაშვილმა შეხვედრის პირველი სეტის დაძაბულ ბრძოლაში ტაი-ბრეიკზე მოიგო (7:6). მეორე და მესამე სეტში ნიკოლოზმა ტანმაღალი პოლონელის უძლიერეს ჩაწოდებებთან ვეღარაფერი მოახერხა და ორივე შემთხვევაში თითო წაგებული ბრეიკით დამარცხდა (4:6, 4:6).
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს მასტერსზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
ბასილაშვილმა შეხვედრაში სულ 11 ეისი ჩააწოდა, მაგრამ რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდების სიზუსტე კი მხოლოდ 39 პროცენტი ჰქონდა, შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთი გამოიყენა. რაც შეეხება ჰურკაჩს მან 22 ეისი მოაგროვა და რვიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
საბოლოოდ ბასილაშვილმა, რომელმაც მანამდე ამერიკელ ბრუკსბსა და ავსტრალიელ დე მინორს აჯობა, ტორონტოში გამოსვლა თითქმის სამსაათიანი მატჩის შემდეგ დაასრულა. ჰურკაჩის შემდეგი მეტოქე მომდევნო ეტაპზე რუსი დანილ მედვედევი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0