ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს მასტერსზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

© AFP 2024 / CHRISTOF STACHEნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
ბასილაშვილმა ტორონტოს „მასტერსზე“ ახალგაზრდა ამერიკელ მეტოქეს სძლია და ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოში National Bank Open Presented by Rogers-ზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.
ბასილაშვილი ტურნირის პირველ წრეში 20 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება სამ სეტში მოიპოვა – 2:6, 6:0, 6:4. ქართველ ჩოგბურთელს მეტოქის დასამარცხებლად 1 საათი და 52 წუთი დასჭირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი 22 წუთში 6:0 მოიგო, ხოლო მესამე სეტში მეტოქის მოწოდებაზე მაშინ იმარჯვა, როცა ანგარიში 4:4 იყო.
ტორონტოს „მასტერსის“ მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი ალექს დე მინორი იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგის მე-18 ნომერია. შეხვედრა დღეს გაიმართება.
 
ყველა ახალი ამბავი
0