ბასილაშვილი ცინცინატის „მასტერსს" პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა

© courtesy of Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
იტალიელმა ფაბიო ფონინიმ ქართველი ჩოგბურთელის დამარცხება საათსა და 40 წუთში მოახერხა. ფონინიმ მატჩი ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:3 მოიგო.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში მიმდინარე ცინცინატის „მასტერსზე" პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ქართველმა ჩოგბურთელმა АТР-ს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა
საქართველოს პირველი ჩოგანი „მასტერსის" პირველ რაუნდში იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 6:7, 3:6 წააგო. შეხვედრა 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილს კი ამ დროის განმავლობაში ოთხი ეისი და სამი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ხუთი ბრეიკ-პოინტიდან სამი გამოიყენა, ფონინიმ კი ბრეიკის შესრულება ოთხჯერ შეძლო.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვების შემთხვევაში არგენტინელ გუიდო პელას შეხვდებოდა, რომელმაც პირველ წრეში ასპარეზობას ბელგიელი გოფინი გამოთიშა.
ცინცინატიში გამოსვლამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი კანადაში ტორონტოს „მასტერსზე" მერვედფინალურ ეტაპზე პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან დამარცხდა.
„მასტერსი“ ცინცინატიში (Western & Southern Open) 22 აგვისტომდე გაგრძელდება. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ყველა ახალი ამბავი
0