ქართველმა ჩოგბურთელმა АТР-ს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

© Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
ბასილაშვილის პროგრესი ტორონტოს „მასტერსის“ სერიის ტურნირზე გამოსვლას უკავშირდება, სადაც ის მერვედფინალამდე მივიდა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს განახლებულ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა – მან 42-დან მე-40 ადგილზე გადაინაცვლა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ბასილაშვილის დასანანი მარცხი – ქართველი ჩოგბურთელი ტორონტოს მასტერსს გამოეთიშა
ქართველი სპორტსმენის დაწინაურება ტორონტოს (კანადა) „მასტერსის“ სერიის ტურნირზე გამოსვლას უკავშირდება, სადაც ის მერვედფინალამდე მივიდა. მესამე წრეში გასვლით მან 90 სარეიტინგო ქულა და 45 ათასი დოლარი საპრიზო მიიღო.
შემდეგი ტურნირი ბასილაშვილისთვის იქნება „მასტერსი“ ცინცინატიში (აშშ). მისი პირველი მეტოქე იტალიელი ფაბიო ფონინი გახდება. ეს სპორტსმენების პირველი დაპირისპირება იქნება.
მატჩი ბასილაშვილსა და ფონინის შორის 16 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
„მასტერსი“ ცინცინატიში (Western & Southern Open) 22 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 4.845 ათასი დოლარი; მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ყველა ახალი ამბავი
0