https://sputnik-georgia.com/20210828/xvica-kvaracxelia-saqartvelos-nakrebs-seqtembtis-matcebsi-ver-daexmareba-258879202.html
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება
Sputnik საქართველო
კვარაცხელიამ ტრავმის გამო ასევე გამოტოვა საქართველოს ნაკრების ორი ამხანაგური მატჩი ივნისში 28.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-28T17:50+0400
2021-08-28T17:50+0400
2021-08-28T17:50+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251277715_0:138:1694:1092_1920x0_80_0_0_22c450de415ad1da38de11d07b2a452d.jpg
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. ყაზანის „რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩში. ორივე მატჩი სექტემბერში გაიმართება.„კლუბში მიღებული ტრავმის გამო სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ყაზანის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს უკრაინული ოდესის "ჩერნომორეცის" შემტევი გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება“, - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.20 წლის წიტაიშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პასპორტიც მიიღო. ნახევარმცველისთვის, რომელიც იმავე პოზიციაზე თამაშობს, როგორც კვარაცხელია, ეს საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.რაც შეეხება კვარაცხელიას, მან დაზიანება 12 აგვისტოს უეფას „კონფერნს ლიგაში“ პოლონეთის „რაკუვთან“ საპასუხო მატჩის დროს (0:1) მიიღო. რუსეთის პირველი ლიგის მომდევნო მატჩში „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ კვარაცხელია შეცვლაზე 56-ე წუთზე გამოვიდა, ხოლო ორ შემდგომ მატჩში („ხიმკების“ და „კრასნოდარის“ წინააღმდეგ) განაცხადშიც ვერ მოხვდა.ტრავმის გამო კვარაცხელიამ გამოტოვა საქართველოს ნაკრებში ივნისის ორი ამხანაგური მატჩი - რუმინეთის (2:1) და ნიდერლანდების (0:3) წინააღმდეგ. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო თამაში ჩაატარა მიმდინარე წლის მარტში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საბერძნეთის წინააღმდეგ (1:1).საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში სექტემბერში გამართავს ორ მატჩს - 2 რიცხვში უმასპინძლებს კოსოვოს, სამი დღის შემდეგ კი - ესპანეთს. 8 სექტემბერს სოფიაში სანიოლის აღსაზრდელები ტესტ-მატჩს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავენ.საქართველოს ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მომზადებას 30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყებს.
https://sputnik-georgia.com/20210823/sanioli-nakrebis-Semadgenloba-252652429.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251277715_0:100:1326:1095_1920x0_80_0_0_57be10c446785875a6e0d2fbfeb96843.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება
კვარაცხელიამ ტრავმის გამო ასევე გამოტოვა საქართველოს ნაკრების ორი ამხანაგური მატჩი ივნისში
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. ყაზანის „რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩში. ორივე მატჩი სექტემბერში გაიმართება.
„კლუბში მიღებული ტრავმის გამო სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ყაზანის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს უკრაინული ოდესის "ჩერნომორეცის" შემტევი გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება“, - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
განცხადებაში.
20 წლის წიტაიშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პასპორტიც მიიღო. ნახევარმცველისთვის, რომელიც იმავე პოზიციაზე თამაშობს, როგორც კვარაცხელია, ეს საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მან დაზიანება 12 აგვისტოს უეფას „კონფერნს ლიგაში“ პოლონეთის „რაკუვთან“ საპასუხო მატჩის დროს (0:1) მიიღო. რუსეთის პირველი ლიგის მომდევნო მატჩში „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ კვარაცხელია შეცვლაზე 56-ე წუთზე გამოვიდა, ხოლო ორ შემდგომ მატჩში („ხიმკების“ და „კრასნოდარის“ წინააღმდეგ) განაცხადშიც ვერ მოხვდა.
ტრავმის გამო კვარაცხელიამ გამოტოვა საქართველოს ნაკრებში ივნისის ორი ამხანაგური მატჩი - რუმინეთის (2:1) და ნიდერლანდების (0:3) წინააღმდეგ. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო თამაში ჩაატარა მიმდინარე წლის მარტში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საბერძნეთის წინააღმდეგ (1:1).
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში სექტემბერში გამართავს ორ მატჩს - 2 რიცხვში უმასპინძლებს კოსოვოს, სამი დღის შემდეგ კი - ესპანეთს. 8 სექტემბერს სოფიაში სანიოლის აღსაზრდელები ტესტ-მატჩს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მომზადებას 30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყებს.