https://sputnik-georgia.com/20210823/sanioli-nakrebis-Semadgenloba-252652429.html
ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა – ნაკრებში ხუთი დებიუტანტია
ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა – ნაკრებში ხუთი დებიუტანტია
Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სექტემბერში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს გააგრძელებს. აღნიშნული მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელს უხმო. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T15:01+0400
2021-08-23T15:01+0400
2021-10-19T18:03+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825628_0:59:1299:790_1920x0_80_0_0_07316d1e5fcdf33e19b69fb2fc961f05.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ მომავალი შეხვედრებისთვის სანიოლის რჩეულთა სიაში შვიდი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობიდანაა, მათ შორის სამი დებიუტანტია. ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი ფანცულაია, ასევე საბა ხვადაგიანი (თბილისის „დინამო“) და ლუკა ლოჩოშვილი (ავსტრიის „ვოლფსბერგერი“). ნაკრების შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდენ გიორგი ჩაკვეტაძე და ვაკო ყაზაიშვილიც.საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი ქალაქ ბადახოსში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. სანიოლის გუნდს სექტემბერში კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოუწევს – ეროვნული გუნდი 8 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს სოფიაში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც სამ შეხვედრაში დაგროვებული ერთი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ჩატარებული სამი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე შვიდი ქულით ესპანეთის ნაკრებია.
https://sputnik-georgia.com/20210820/qartuli-fexburtis-ckevla-252628881.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825628_84:0:1216:849_1920x0_80_0_0_59dc5034ec75fa7086ea4104d8398b71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა – ნაკრებში ხუთი დებიუტანტია
15:01 23.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სექტემბერში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს გააგრძელებს. აღნიშნული მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელს უხმო.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მომავალი შეხვედრებისთვის სანიოლის რჩეულთა სიაში შვიდი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობიდანაა, მათ შორის სამი დებიუტანტია. ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი ფანცულაია, ასევე საბა ხვადაგიანი (თბილისის „დინამო“) და ლუკა ლოჩოშვილი (ავსტრიის „ვოლფსბერგერი“). ნაკრების შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდენ გიორგი ჩაკვეტაძე და ვაკო ყაზაიშვილიც.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი ქალაქ ბადახოსში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. სანიოლის გუნდს სექტემბერში კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოუწევს – ეროვნული გუნდი 8 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს სოფიაში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“), ლაზარე კუპატაძე („დინამო ბათუმი“)
- მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“), გურამ გიორბელიძე („დინამო დრეზდენი“), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო ბათუმი“), ირაკლი აზაროვი („დინამო ბათუმი“), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“), საბა ხვადაგიანი („დინამო“ თბილისი)
- ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („სლოვანი“), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“), საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“), ზურიკო დავითაშვილი („არსენალი“ ტულა), ჯაბა ჯიღაური („დინამო“ ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“), მურთაზ დაუშვილი („აპოელი“), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“ ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“ ბათუმი)
- თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“), გიორგი ქვილითაია („აპოელი“), გიორგი ფანცულაია („დინამო“ ბათუმი).
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც სამ შეხვედრაში დაგროვებული ერთი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ჩატარებული სამი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე შვიდი ქულით ესპანეთის ნაკრებია.