https://sputnik-georgia.com/20210829/giga-wikazem-ufc-s-turniris-mtavari-brzola-moigo-258893095.html
გიგა ჭიკაძემ UFC-ს ტურნირის მთავარი ბრძოლა მოიგო
გიგა ჭიკაძემ UFC-ს ტურნირის მთავარი ბრძოლა მოიგო
Sputnik საქართველო
ბრაზილიელის დამარცხების შემდეგ ქართველი სპორტსმენი, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებდა, რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება 29.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-29T15:16+0400
2021-08-29T15:16+0400
2021-08-29T17:30+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/13/249013309_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_b892753ba728617a3a6dd4b405266c51.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. UFC-ს მებრძოლმა ნახევრად მსუბუქ წონაში გიგა ჭიკაძემ მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო - ლას-ვეგასის ოქტაგონზე მან გამოცდილი ბრაზილიელი მებრძოლი ედსონ ბარბოსა მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.33 წლის ჭიკაძისთვის ეს გამარჯვება UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გახდა და მესამეა, რომელიც ნოკაუტით მოიგო.ამ წარმატების შედეგად ქართველმა მებრძოლმა დაიპყრო რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშნული. კერძოდ, ჭიკაძემ მიაღწია იმას, რაც ვერ შეძლო 2017 წელს ჰაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელსაც გამოცდილი ბარბოსას დასამარცხებლად სამივე რაუნდის ბოლომდე ჩატარება მოუწია. ასევე ჭიკაძე მოგებების რაოდენობით დაეწია UFC-ს მოქმედ ჩემპიონს ნახევრად მსუბუქ წონაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის.აღსანიშნავია, რომ ჭიკაძე ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით გაუტოლდა ლეგენდარულ კონორ მაკგრეგორს.ბარბოსასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ტიტულის ექს-პრეტენდენტმა ნახევრად მსუბუქ წონაში გილბერტ ბერნსმა ქართველს „მონსტრი“ უწოდა.ბარბოსასთან ჩხუბამდე ჭიკაძე თავის წონით კატეგორიის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელის დამარცხების შემდეგ ქართველი სპორტსმენი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება.
https://sputnik-georgia.com/20210502/qarTvelma-mebrZolma-UFC-s-egidiT-gamarTul-turnirebze-zedized-meeqvse-mogeba-izeima-251630772.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/13/249013309_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_b82e9caa8d6be41134b9ba433ddf2263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
გიგა ჭიკაძემ UFC-ს ტურნირის მთავარი ბრძოლა მოიგო
15:16 29.08.2021 (განახლებულია: 17:30 29.08.2021) ბრაზილიელის დამარცხების შემდეგ ქართველი სპორტსმენი, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებდა, რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. UFC-ს მებრძოლმა ნახევრად მსუბუქ წონაში გიგა ჭიკაძემ მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო - ლას-ვეგასის ოქტაგონზე მან გამოცდილი ბრაზილიელი მებრძოლი ედსონ ბარბოსა მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
33 წლის ჭიკაძისთვის ეს გამარჯვება UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გახდა და მესამეა, რომელიც ნოკაუტით მოიგო.
ამ წარმატების შედეგად ქართველმა მებრძოლმა დაიპყრო რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშნული. კერძოდ, ჭიკაძემ მიაღწია იმას, რაც ვერ შეძლო 2017 წელს ჰაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელსაც გამოცდილი ბარბოსას დასამარცხებლად სამივე რაუნდის ბოლომდე ჩატარება მოუწია. ასევე ჭიკაძე მოგებების რაოდენობით დაეწია UFC-ს მოქმედ ჩემპიონს ნახევრად მსუბუქ წონაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის.
აღსანიშნავია, რომ ჭიკაძე ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით გაუტოლდა ლეგენდარულ კონორ მაკგრეგორს.
ბარბოსასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ტიტულის ექს-პრეტენდენტმა ნახევრად მსუბუქ წონაში გილბერტ ბერნსმა ქართველს „მონსტრი“ უწოდა.
ბარბოსასთან ჩხუბამდე ჭიკაძე თავის წონით კატეგორიის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელის დამარცხების შემდეგ ქართველი სპორტსმენი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება.