ქართველმა მებრძოლმა UFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე ზედიზედ მეექვსე მოგება იზეიმა

© photo: Merab Dvalishvili / FBმერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
დვალიშვილსა და სტამანს შორის ბრძოლა ორჯერ გადაიდო, ერთხელ ერთ-ერთი სპორტსმენის ტრავმის გამო, მეორედ - კორონავირუსის გამო

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, მეტსახელად „მანქანა“ (THE MACHINE) UFC Berac 25 ტურნირის ფარგლებში ლას-ვეგასში გამარჯვება მოიპოვა.

UFC-ს ყველაზე მსუბუქ კატეგორიაში დვალიშვილმა მსაჯების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით ამერიკელ კოდი სტამანს სამ რაუნდში მოუგო.

„სიგიჟემდე მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვე და 15-ეულის მებრძოლს მოვუგე. ახლა მჭირდება ვინმე ტოპ-ათეულიდან ან ტოპ-ხუთეულიდან. ყველას დავუმტკიცე, რომ დიდი პოტენციალი მაქვს. დავიმსახურე მაგარი ბრძოლა, „მომეცით“ დომინიკ კრუზი“, - ასეთი კომენტარი გააკეთა დვალიშვილმა მოგების შემდეგ.

თავდაპირველად ბრძოლა დვალიშვილსა და სტამანს შორის გასული წლის დეკემბერში უნდა შემდგარიყო, მაგრამ მაშინ ბრძოლა ამერიკელის ტრავმის გამო გადაიდო. მეტოქეები თებერვალშიც ვერ შეხვდნენ. ამჯერად მიზეზი გახდა კორონავირუსი, რომელიც დვალიშვილს აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილისთვის სტამანთან მოპოვებული გამარჯვება ზედიზედ მეექვსეა UFC-ში.

ყველა ახალი ამბავი
0