მოსაზრება: ძალადობრივი უკრაინიზაცია სამართლის თვალსაზრისით

© photo: Sputnik / Александр Максименко / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინელი ნაციოანლისტი
უკრაინელი ნაციოანლისტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
სამი ათეული წელი ისტორიულ მასშტაბებში მხოლოდ გაელვებაა. მაგრამ უკრაინისთვის ეს მისი სახელმწიფოებრიობის არსებობის პერიოდია.
ოლგა სუხარევსკაია
ძნელია მოძებნო ქვეყანა, რომელმაც ესოდენ მოკლე დროში გაიარა გზა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყნიდან სამოქალაქო ომამდე, ტერიტორიების ნაწილის დაკარგვამდე და სრულ ეკონომიკურ კრახამდე. ამაში არცთუ უკანასკნელი როლი შეასრულა ძალადობრივმა უკრაინიზაციამ. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის ეთნოციდი მხოლოდ 2004 და 2014 წლების ფერადი გადატრიალებების შემდეგ დაიწყო, ძალიან ცდება.

როგორ იწყებოდა

სსრკ-ის დაშლის მომენტისთვის დღევანდელი უკრაინის მოსახლეობა ძირითადად რუსულენოვანი იყო. უკრაინული ენა ფართოდ გამოიყენებოდა მხოლოდ ქვეყნის დასავლეთ ოლქებში. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყებასთან და გალიციელი ნაციონალისტების „მეგობრობის მატარებლების“ ვიზიტთან ერთად რუსულენოვანი მოსახლეობა სამართლიანად უფრთხოდა, რომ უკრაინა ნაციონალისტურ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა.
1991 წელს ლეონიდ კრავჩუკი არწმუნებდა მოსახლებას:

„რუსების ძალადობრივი უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის ნებისმიერი მცდელობა მტკიცედ აღიკვეთება.

სამწუხაროდ, მას დაუჯერეს და მხარი დაუჭირეს.
დაპირებების დარღვევა მაშინ დაიწყო, როდესაც ბელოვეჟის შეთანხმებებზე მელანი ჯერ კიდევ არ იყო შემშრალი. ეს შესანიშნავად ჩანს სასკოლო განათლების სისტემის უკრაინიზაციის დინამიკიდან. და კიდევ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე ყველა უმაღლესი სასწავლებელი იძულებით გადაიყვანეს „მოვაზე“.
Участники акции национального корпуса против коррупции, 2019 год - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მიმოხილვა: უკრაინაში დემოკრატია მხოლოდ სიტყვითაა
1996 წელს ნაციონალისტების ზეწოლით მიიღეს კონსტიტუცია, რომლის მეათე მუხლი უკრაინულ ენას ერთადერთ სახელმწიფო ენად აღიარებდა. კომპრომისის სახით იმავე მუხლის მეორე პუნქტში გარანტირებული იყო რუსული ენის თავისუფალი განვითარება. 2012 წლამდე ასევე მოქმედებდა 1989 წლის კანონი „უკრაინის სსრ-ის ენების შესახებ“, რომლის თანახმადაც რუსულ ენას ეროვნებათშორისი ურთიერთობის სტატუსი ჰქონდა.
მაგრამ უკრაინიზატორებისთვის არც კანონი არსებობს და არც კონსტიტუცია. უკვე 1997 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მასობრივი უკრაინიზაცია დაიწყო საკანონმდებლო დონეზე. საინტერესო ფაქტი: სწორედ კუჩმას კალამს ეკუთვნის „სადამსჯელო ფილოლოგიის“ იდეა, რომელიც თანამედროვე უკრაინის რეალობად იქცა. მაშინ გაჩნდა კანონპროექტიც „უკრაინაში ენების განვითარებისა და გამოყენების შესახებ“, რომლის თანახმადაც ჯარიმები და ლიცენზიების ჩამორთმევა წესდებოდა მედიასაშუალებებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ენაზე არ მაუწყებლობდნენ.
1999 წელს ენობრივ დავებში წერტილი დასვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც ოფიციალურად განმარტა მეათე მუხლი: უკრაინული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, სავალდებულო საურთიერთო ენაა უკრაინის მთელ ტერიოტირაზე არა მარტო სახელმწიფო ორგანოების მუშაობაში, არამედ სხვა საჯარო სფეროებშიც.
შედეგად – 2012 წელს, როდესაც სახალხო დეპუტატებმა ვადიმ კოლესნიჩენკომ და სერგეი კივალოვმა ახალი კანონი მოამზადეს ენების შესახებ, უკრაინაში მიღებული კანონების რაოდენობამ, რომლებიც რუსულ ენას დისკრიმინაციას უწევდა, 70-ს გადააჭარბა, ხოლო კანონქვემდებარე აქტების რაოდენობა რამდენიმე ათასს უდრიდა.
კივალოვ-კოლესნიჩენკოს კანონი, რომელიც უკრაინის სსრ-ის ენების შესახებ კანონთან შედარებით ნაკლოვანი იყო, მაინც იძლეოდა შანსს, რომ რუსული რეგიონულ ენად გამოცხადებულიყო, რითიც სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების ადგილობრივმა საბჭოებმა ისარგებლეს. მაგრამ 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა.

უკრაინიზაციიდან ეთნოციდამდე

ყოფილ სსრკ სივრცეში არსებობს ხუმრობა, რომ კანონმდებლობის სიმკაცრე ანაზღაურდება მისი განხორციელების არასავალდებულო ხასიათით. ბოლო დრომდე ასეც იყო. ოფიციალურ ღონისძიებებზე ადამიანები რამდენიმე ფრაზას ამბობდნენ სახელმწიფო ენაზე და საუბარს რუსულად განაგრძობდნენ.
კიევი არჩევნების წინ  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
უკრაინა ოცდაათი წლის შემდეგ: არჩევანის პრობლემა
ამის ფონზე ნაცისტები პირფერულად იკვირვებდნენ: „რა დისკრიმინაცია? ვინ გიშლით რუსულად ლაპარაკს?“ თავად კი დრაკონულ ენობრივ კანონპროექტებს ამზადებდნენ. ის, რაც პოროშენკომ თავისი მმართველობის ბოლოსკენ დაამტკიცა, რადაში 2005 წლიდან იდო.
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც იეზუიტურად „ღირსების რევოლუციას“ უწოდებენ, უკრაინიზაციამ სისტემური ეთნოციდის ხასიათი მიიღო.
და ეს ფუჭი სიტყვები არ არის. იუნესკოს კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ლათინურ ამერიკაში ეთნოციდისა და ეთნიკური განვითარების საკითხებს მიეძღვნა 1981 წელს, ეთნოციდი არის „ისეთი მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს არ ეძლევა უფლება, ჰქონდეს, განავითაროს ან გაავრცელოს თავისი კულტურა და ენა“.
უკრაინაში პოსტ-მაიდანურმა რეჟიმმა მიიღო კანონების მთელი სისტემა, რომელიც პირდაპირ უკრძალავს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ხალხს, გარდა ყირიმელი თათრებისა, კარაიტებისა და კრიმჩაკებისა, განავითარონ და გამოიყენონ საკუთარი ენა. ამასთან მთელი სამართლებრივი სისტემა ისეა აგებული, რომ სწორედ რუსული ენა ექვემდებარება დისკრიმინაციასა და განადგურებას.
საშუალო განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, ეროვნული უმცირესობები, რომელთა ენა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური ენა, საბაზისო საშუალო განათლებას სახელმწიფო ენაზე იღებენ მეხუთე კლასში 20%-დან მეცხრე კლასში 40%-მდე. სხვა უმცირესობები კი, ძირითადად, რაღა თქმა უნდა, რუსები, განათლებას უკრაინულ ენაზე იღებენ სასწავლო დროის არანაკლებ 80%-ში.
ეროვნული უმცირესობების დაყოფა „ხარისხობრივად“საპარლამენტო ასამბლეის ორპირი პოზიციისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი წევრების ზეწოლის წყალობით წარმოიშვა. საკმარისია ვთქვათ, რომ 2020 წლის სექტემბრიდან უკრაინაში რუსული სკოლები სრულადაა ლიკვიდირებული.
ვიქტორ ვოდოლაცკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველო–რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა
სახელმწიფო ენის შესახებ კანონს კი აქტივისტების მიერ რიგითი თანამშრომლების შევიწროების მასობრივი შემთხვევები მოჰყვა რომლებზეც დასმენებს სწერენ ენის ინსპექტორებს, აჯარიმებენ და ათავისუფლებენ სამსახურიდან.
თუ ამას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ტერორიზმის მხარდაჭერისა და სამშობლოს ღალატის მუხლებით მრავალწლიანი პატიმრობის მიღების რისკსაც დაუმატებთ რუსეთისადმი და „რუსული სამყაროსადმი“ სიმპათიის გამო, გასაგები გახდება, რომ უკრაინაში რუსად ყოფნა დიდი სიმამაცეა.
იმის შესახებ, რომ ადამიანებს ეშინიათ რუსობის აღიარებისა, სოციოლოგია მეტყველებს: თუ 1989 წელს უკრაინაში საკუთარ თავს რუსს მოსახლეობის 22,1% უწოდებდა, 2001 წელს ეს მაჩვენებელი 17,3% იყო, ხოლო 2018 წელს — სულ 6%.

უკრაინიზაცია = დეგრადაცია

მიუხედავად ათწლიანი ძალადობრივი უკრაინიზაციისა, რომელიც პირდაპირ რეპრესიებში გადაიზარდა, უკრაინა კვლავ რუსულენოვანია. სოციალური მონიტორინგის ცენტრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 31,9% საუბრობს სახლში უკრაინულად. და ეს ოფიციალური გამოკითხვაა. ბევრად მანიშნებელია Google-ს მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2019 წელს რუსულ, უკრაინულ და ინგლისურენოვანი მოთხოვნების წილმა, შესაბამისად, 86%, 10% და 4% შეადგინა. ეს იმის მაჩვენებელია, რა ენებზე ლაპარაკობს ქვეყანა, როდესაც ენის ინსპექტორებისა და კარის სოციოლოგების დაჟინებული მზერისგან შორს იმყოფებიან.
ენაზე საუბრისა და სწავლის აუცილებლობა გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე. 2018 წელს უკრაინამ პირველად გამოსცადა საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია PISA. თუ შევადარებთ უკრაინულ და რუსულ ქულებს, სურათი ასეთია: კითხვა — 466 უკრაინას და 479 რუსეთს, მათემატიკა — შესაბამისად 453 და 488 ქულა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები — შესაბამისად 469 და 478 ქულა. ზოგადად, უკრაინელი სკოლის მოსწავლეები ერთი წლით ჩამორჩებიან რუს მოსწავლეებს.
შემდეგი კვლევა 2021 წელს ჩატარდება და დინამიკის შეფასება შესაძლებელი იქნება. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინელი სკოლის მოსწავლეები მშობლიურ ენაზე გამოცდებს „აგდებენ“. უკრაინულ ენასა და ლიტერატურაში დამოუკიდებელი ტესტირება 2018 წელს კურსდამთავრებულთა 14.5%-მა ვერ ჩააბარა, ქვეყნის ისტორიაში — 14.19%-მა.
ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრე მოქალაქე კიევში - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
პოლიტიკური და საკრედიტო კაბალა: რა მოუტანა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირებამ
ეს გასაკვირი არ არის. ლინგვისტ ევგენი ვერეშჩაგინის მტკიცებით, ადრეულ ასაკში სწავლა არა მშობლიურ, არამედ ცუდად ათვისებულ უცხო ენაზე არა მხოლოდ ნაკლებ ეფექტურია თავად ენის შესწავლის თვალსაზრისით (რომ აღარაფერი ვთქვათ თავად საგნის შინაარსზე), არამედ საშიშიცაა ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის.
უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ემიგრაცია რუსეთში უკრაინიზაციის „პოპულარობაზე“ მეტყველებს. 2014 წლიდან 2021 წლის პირველ ნახევრამდე რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ერთ მილიონზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო. ამასთან 2018 წელს, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას ჯერ კიდევ არ ეძლეოდა რუსეთის მოქალაქეობა, რუსეთი 0,5 მლნ უკრაინელით გამდიდრდა.
***
ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ უკრაინულ ენას არაფერი ემუქრება. თუ მოსახლეობის მესამედი გამუდმებით ლაპარაკობს მასზე, ის ნამდვილად არ მოკვდება. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია, განათლება და მომსახურება მშობლიურ ენაზე.
ხოლო უცხოენოვანი ადმიანების მოთხოვნა უკრაინულ ენაზე, როგორც კომუნიკაციის, ინფორმაციის მოპოვებისა და ა.შ. საშუალებისა, დამოკიდებულია არა რეპრესიულ ზომებზე, არამედ სახელმწიფო ენის მიერ მოწოდებული შინაარსისა და შესაძლებლობების ხარისხზე.
ეთნოციდის ოცდაათწლიანმა პოლიტიკამ ენობრივი ლანდშაფტი კი არ შეცვალა, არამედ სამოქალაქო ომი მოიტანა. აშკარაა, რომ დადგა დასკვნების გაკეთების დრო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0