https://sputnik-georgia.com/20210823/ruseTis-dumis-deputatma-saqarTvelo-ruseTis-urTierTobebis-perspeqtivaze-isaubra-252654031.html
რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველო–რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა
რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველო–რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
საქართველოს მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთთან ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს, განაცხადა ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T16:47+0400
2021-08-23T16:47+0400
2021-08-23T21:26+0400
პრეს-ცენტრი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/17/252653785_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_8ea9a7ed191438f37585bb74a91b04f4.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობა ისწრაფვის მეგობრული ცხოვრებისკენ და კარგ შედეგებსაც მიაღწევს. ასე უპასუხა ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ „Sputnik-საქართველოს“ კითხვას.ვიდეოხიდი მოსკოვი–მინსკი–თბილისი–კიშინიოვი–ერევანი თემაზე „უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წელი – რა გამოცდილების მიღება შეუძლიათ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს“ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.„საქართველოს მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთთან ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება სურს. ამაზეა დამოკიდებული, მათ შორის, თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობა და მრავალი ეკონომიკური საკითხი, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეწყდა. დიალოგი, რომელიც ამჟამად დეპუტატებთან და რუსეთთან მუშაობის მსურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან იწყება, შედეგებს გამოიღებს“, – განაცხადა ვოდოლაცკიმ.სახელმწიფო დუმის დეპუტატის სიტყვებით, აუცილებელია კავშირების დამყარება განათლების სფეროში. ვოდოლაცკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში იგეგმება დონის უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, ასევე ქართველი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების გაგრძელება, რომელთა დახმარებითაც ისინი რუსეთში უფასო განათლების მიღებას შეძლებენ.2008 წლიდან მოყოლებული რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ე.წ. ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთისა და საქართველოს სპეცწარმომადგენლების გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს.ამას წინათ ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. წერილში პარტიის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ღია და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში ორ ქვეყანას შორის მხარეთა ინტერესების რეალურად გათვალისწინების საფუძველზე. ტექსტში მითითებულია ასევე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა და ეხებოდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან კეთილმეზობლობის საკითხს. როგორც პარტია ამტკიცებს, გამოიკითხა დაახლოებით 2 მლნ რესპონდენტი და გამოკითხვის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან დიალოგს.
https://sputnik-georgia.com/20210728/ruseTi-mzadaa-ganixilos-saqarTvelosTan-aviamimosvlis-aRdgenis-sakiTxi-252448997.html
https://sputnik-georgia.com/20210813/patriotta-aliansma-kremls-xma-miawvdina-ra-upasuxes-moskovshi-252576471.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/17/252653785_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_aab1696bb5a66c1203442a5b9bbf7a92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეს-ცენტრი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
პრეს-ცენტრი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველო–რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა
16:47 23.08.2021 (განახლებულია: 21:26 23.08.2021) საქართველოს მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთთან ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს, განაცხადა ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობა ისწრაფვის მეგობრული ცხოვრებისკენ და კარგ შედეგებსაც მიაღწევს. ასე უპასუხა ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ
„Sputnik-საქართველოს“ კითხვას.
ვიდეოხიდი მოსკოვი–მინსკი–თბილისი–კიშინიოვი–ერევანი თემაზე „უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წელი – რა გამოცდილების მიღება შეუძლიათ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს“
„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
„საქართველოს მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთთან ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება სურს. ამაზეა დამოკიდებული, მათ შორის, თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობა და მრავალი ეკონომიკური საკითხი, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეწყდა. დიალოგი, რომელიც ამჟამად დეპუტატებთან და რუსეთთან მუშაობის მსურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან იწყება, შედეგებს გამოიღებს“, – განაცხადა ვოდოლაცკიმ.
სახელმწიფო დუმის დეპუტატის სიტყვებით, აუცილებელია კავშირების დამყარება განათლების სფეროში. ვოდოლაცკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში იგეგმება დონის უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, ასევე ქართველი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების გაგრძელება, რომელთა დახმარებითაც ისინი რუსეთში უფასო განათლების მიღებას შეძლებენ.
2008 წლიდან მოყოლებული რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ე.წ. ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთისა და საქართველოს სპეცწარმომადგენლების გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს.
ამას წინათ ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. წერილში პარტიის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ღია და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში ორ ქვეყანას შორის მხარეთა ინტერესების რეალურად გათვალისწინების საფუძველზე. ტექსტში მითითებულია ასევე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა და ეხებოდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან კეთილმეზობლობის საკითხს. როგორც პარტია ამტკიცებს, გამოიკითხა დაახლოებით 2 მლნ რესპონდენტი და გამოკითხვის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან დიალოგს.