https://sputnik-georgia.com/20210813/patriotta-aliansma-kremls-xma-miawvdina-ra-upasuxes-moskovshi-252576471.html
„პატრიოტთა ალიანსმა“ კრემლს ხმა მიაწვდინა – რა უპასუხეს მოსკოვში
„პატრიოტთა ალიანსმა“ კრემლს ხმა მიაწვდინა – რა უპასუხეს მოსკოვში
Sputnik საქართველო
კრემლში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვა შეაფასეს, როგორც ნათელი დადასტურება იმისა, რომ „მიუხედავად რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობისა... 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T21:29+0400
2021-08-13T21:29+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23847/55/238475574_0:60:1200:738_1920x0_80_0_0_328e31ab9cbd8b9ed1a280e366af9d6b.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. კრემლში იზიარებენ შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის არსებული მდგომარეობის გამო და ასევე მოწოდებებს მათი გაუმჯობესებისკენ, რომელზეც საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ღია წერილში. წერილში ოპოზიციური პარტია რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს, ხელი შეუწყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის მოგვარებას, იუწყება ТАСС კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. ღია წერილის ტექსტი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვისაა განწყობილი.ტექსტში აღწერილია ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პარტიის მიერ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტისა და რუსეთთან დალაგებული ურთიერთობის საკითხებზე. პარტია ამტკიცებს, რომ სულ გამოიკითხა 2 მლნ რესპონდენტი და გამოკითხვის შედეგად რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან დიალოგს დაუჭირა მხარი.„ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გამო და მოწოდებას მათი გაუმჯობესებისკენ. რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას. როგორც ცნობილია, მათი გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ გახლდით“, – ხაზი გაუსვეს კრემლის პრეს-სამსახურში.კრემლში „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვა შეაფასეს, როგორც „ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად რუსოფობებისა და რადიკალების მცდელობისა, საქართველოში ჯერ კიდევ არიან საღად მოაზროვნე ძალები, რომლებიც კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას უჭერენ მხარს“.პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგი გრძელდება, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის, ასევე კარასინი-აბაშიძის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში. „ამის წყალობით მიღწეულია გარკვეული შედეგები სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – აღნიშნავენ კრემლში.„პატრიოტთა ალიანსის“ წერილის ავტორები რუსეთის პრეზიდენტს სთხოვენ, განმუხტოს დაძაბულობა ქვეყნებს შორის და განაახლოს ორმხრივი ურთიერთობა.„ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ იმ იმედით, რომ ხელს შეუწყობთ ჩვენი თანამშრომლობის აღდგენას სახელმწიფო დუმის, ფედერაციის საბჭოს და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში. თქვენი ხელშეწყობა აუცილებელია ასევე მედიის, კულტურული და სოციალური ერთობლივი პროექტების ორგანიზებაში, იმაში, რაც ხელს შეუწყობს იმის გააზრებას, რომ ერთადერთი სწორი გზა ქვეყნების ინტერესების რეალურად გათვალისწინების საფუძველზე ჭეშმარიტად ღია და სასიკეთო ორმხრივი ურთიერთობების აგებაა“, – ნათქვამია წერილში.ურთიერთობის გაუმჯობესების ყველა წინადადება გათვალისწინებულიაფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ მიმართული წინადადებები მნიშვნელოვანია და რუსეთის მხარის მიერ გათვალისწინებული. „მიმდინარეობს გეგმაზომიერი მუშაობა, არსებობს გარკვეული პროგრესი. საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ მიმართული წინადადებები მნიშვნელოვანია და რუსეთის მხარე მათ ითვალისწინებს“, – აღნიშნა რუსეთის დუმის დეპუტატმა.სენატორის თქმით, ორმხრივი დიალოგი 2012 წლიდან გრძელდება, მათ შორის, კარასინი-აბაშიძის დიალოგის ფარგლებში.„ყველა სირთულის მიუხედავად, რომელიც საქართველოსთან მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2008 წელს თბილისმა დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ორი ქვეყნის ხელისუფალთა დავალებით“, – აღნიშნა კარასინმა. მისი სიტყვებით, რეგულარულად იხილება ორმხრივი ურთიერთობის ყველა კონკრეტული საკითხი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული...რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი წარმოებს ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფარგლებში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
https://sputnik-georgia.com/20210803/saqarTvelos-patriotTa-aliansma-putins-mimarTa-252495558.html
https://sputnik-georgia.com/20210704/patriotTa-aliansis-momxreebi-Tbilisis-centrSi-aqcias-marTaven-252207748.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23847/55/238475574_0:22:1200:776_1920x0_80_0_0_1661c31da3e3cb45a9ccedf1d880c097.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო
„პატრიოტთა ალიანსმა“ კრემლს ხმა მიაწვდინა – რა უპასუხეს მოსკოვში
21:29 13.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) კრემლში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვა შეაფასეს, როგორც ნათელი დადასტურება იმისა, რომ „მიუხედავად რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობისა, საქართველოში საღად მოაზროვნე ძალებიც არიან“.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. კრემლში იზიარებენ შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის არსებული მდგომარეობის გამო და ასევე მოწოდებებს მათი გაუმჯობესებისკენ, რომელზეც საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ღია წერილში. წერილში ოპოზიციური პარტია რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს, ხელი შეუწყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის მოგვარებას, იუწყება
ТАСС კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ღია წერილის ტექსტი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვისაა განწყობილი.
ტექსტში აღწერილია ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პარტიის მიერ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტისა და რუსეთთან დალაგებული ურთიერთობის საკითხებზე. პარტია ამტკიცებს, რომ სულ გამოიკითხა 2 მლნ რესპონდენტი და გამოკითხვის შედეგად რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან დიალოგს დაუჭირა მხარი.
„ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გამო და მოწოდებას მათი გაუმჯობესებისკენ. რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას. როგორც ცნობილია, მათი გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ გახლდით“, – ხაზი გაუსვეს კრემლის პრეს-სამსახურში.
კრემლში „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვა შეაფასეს, როგორც „ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად რუსოფობებისა და რადიკალების მცდელობისა, საქართველოში ჯერ კიდევ არიან საღად მოაზროვნე ძალები, რომლებიც კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას უჭერენ მხარს“.
პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგი გრძელდება, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის, ასევე კარასინი-აბაშიძის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში. „ამის წყალობით მიღწეულია გარკვეული შედეგები სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – აღნიშნავენ კრემლში.
„პატრიოტთა ალიანსის“ წერილის ავტორები რუსეთის პრეზიდენტს სთხოვენ, განმუხტოს დაძაბულობა ქვეყნებს შორის და განაახლოს ორმხრივი ურთიერთობა.
„ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ იმ იმედით, რომ ხელს შეუწყობთ ჩვენი თანამშრომლობის აღდგენას სახელმწიფო დუმის, ფედერაციის საბჭოს და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში. თქვენი ხელშეწყობა აუცილებელია ასევე მედიის, კულტურული და სოციალური ერთობლივი პროექტების ორგანიზებაში, იმაში, რაც ხელს შეუწყობს იმის გააზრებას, რომ ერთადერთი სწორი გზა ქვეყნების ინტერესების რეალურად გათვალისწინების საფუძველზე ჭეშმარიტად ღია და სასიკეთო ორმხრივი ურთიერთობების აგებაა“, – ნათქვამია წერილში.
ურთიერთობის გაუმჯობესების ყველა წინადადება გათვალისწინებულია
ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ მიმართული წინადადებები მნიშვნელოვანია და რუსეთის მხარის მიერ გათვალისწინებული.
„მიმდინარეობს გეგმაზომიერი მუშაობა, არსებობს გარკვეული პროგრესი. საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ მიმართული წინადადებები მნიშვნელოვანია და რუსეთის მხარე მათ ითვალისწინებს“, – აღნიშნა რუსეთის დუმის დეპუტატმა.
სენატორის თქმით, ორმხრივი დიალოგი 2012 წლიდან გრძელდება, მათ შორის, კარასინი-აბაშიძის დიალოგის ფარგლებში.
„ყველა სირთულის მიუხედავად, რომელიც საქართველოსთან მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2008 წელს თბილისმა დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ორი ქვეყნის ხელისუფალთა დავალებით“, – აღნიშნა კარასინმა. მისი სიტყვებით, რეგულარულად იხილება ორმხრივი ურთიერთობის ყველა კონკრეტული საკითხი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული...
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი წარმოებს ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფარგლებში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.