„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს მიმართა

© Sputnik / Alex Shlamovდავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი
დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
ვლადიმირ პუტინისადმი ღია წერილში „პატრიოტთა ალიანსი“ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ნამდვილად ღია და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, რომელიც მხარეთა რეალურ ინტერესებს დაეფუძნება.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა და საზოგადოებრივმა აქტივისტებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს.
ღია გზავნილის ტექსტი „პატრიოტთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრების გაზიარება, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგსა და კეთილმეზობლობას ემხრობა.
ტექსტში ასევე აღწერილია მოსახლეობის გამოკითხვასთან დაკავშირებული ვითარება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „პატრიოტებმა“ ჩაატარეს. გამოკითხვისას მოსახლეობას ეკითხებოდნენ, ემხრობიან თუ არა ისინი სამხედრო ნეიტრალიტეტს და რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. „პატრიოტები“ ამტკიცებენ, რომ სულ გამოიკითხა 2 მილიონზე მეტი რესპონდენტი და გამოკითხვის შედეგებით უმრავლესობა ემხრობა ქვეყნის ნეიტრალიტეტს და დიალოგს რუსეთთან.
საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითზე იმსჯელებს
„არავინ დაეჭვებულა ამ ჩანაწერების და გამოკითხვის ფურცლების ნამდვილობაში და არავის გაუპროტესტებია გამოკითხვის შედეგები. თუმცა, გამოკითხვის შედეგების განხილვის ნაცვლად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და პარტიებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფინანსდებიან დასავლელი პარტნიორებისგან, შეთანხმებულად და საჯაროდ დაადანაშაულეს გამოკითხვის ინიციატორები – დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“, – ნათქვამია წერილში.
იქვე აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს რუსეთთან ბრძოლაში იყენებს და ხელს უწყობს ქვეყანაში დაძაბულობის შენარჩუნებას.
„ვფიქრობ, დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ამ თეატრის რეჟისორი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია! ვფიქრობ ასევე, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი. ეს რომ გამოწვევაა, ამას ღიად აცხადებენ რუსეთის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეს განცხადებები კვლავ მოვისმინეთ გასული კვირის განმავლობაში“, – ნათქვამია გზავნილში.
წერილის ავტორები რუსეთის პრეზიდენტს სთხოვენ, განმუხტოს დაძაბულობა ქვეყნებს შორის და აღადგინოს ორმხრივი ურთიერთობები.
ადა მარშანია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა
„ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თქვენ თქვენი დახმარების იმედით ჩვენი თანამშრომლობის განახლების საკითხში სახელმწიფო დუმასთან, ფედერაციის საბჭოსთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. თქვენი დახმარება უკიდურესად აუცილებელია ასევე ერთობლივი მასმედიის, კულტურული და სოციალური პროექტების ორგანიზებაში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს იმის შეგნებას, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ღია და მეგობრული ორმხრივი ურთიერთობების აშენება მხარეთა ინტერესების რეალური გათვალისწინების საფუძველზე“, – ნათქვამია წერილში.
წერილი ოთხ ეგზემპლარად შეადგინეს. მას ხელი 42-მა ადამიანმა მოაწერა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. 2014 წელს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა (4,72%). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 5,01% აიღო და პარლამენტში მოხვდა, ხოლო 2020 წლის არჩევნებზე მან 3,14% მიიღო.
თუმცა პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ამასთან, პარტიის სიიდან ოთხმა დეპუტატმა „ალიანსი“ დატოვა და პარლამენტში შევიდა. მათ შექმნეს პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური