ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

© Sputnik / Shota Nozadzeადა მარშანია
ადა მარშანია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ადა მარშანიას განცხადებით, პარტიის დატოვების მიზეზი პოზიციათა შორის არსებული მზარდი განსხვავება გახდა.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ადა მარშანიამ პარტია დატოვა, ამის შესახებ პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2021
პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელებს

„ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ", – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის დატოვების მიზეზად მარშანია რიგ საკითხებთან დაკავშირებით მას და თანაგუნდელებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.

ადა მარშანია საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მეცხრე მოწვევის პარლამენტში მას ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა.

2012 წლის დეკემბერში ადა მარშანია მედიაკავშირ „ობიექტივისა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ შევიდა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0