„პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეებმა თბილისის ცენტრში აქცია გამართეს

© Sputnik / Alexander Imedashvili„პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეები თბილისის ცენტრში აქციას მართავენ
„პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეები თბილისის ცენტრში აქციას მართავენ

 - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
გამოწერა
პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდება და საზოგადოება ამას წინ უნდა აღუდგეს.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და მხარდამჭერები თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეიკრიბნენ.
პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდება და საზოგადოებამ ეს უნდა გააპროტესტოს.
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
საპატრიარქო „თბილისი პრაიდის“ მარშის პარალელურად შეკრებას აანონსებს
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ადრესატია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რადგან, შეკრებილების აზრით, ომბუდსმენის განცხადებები ეკლესიის მისამართით დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე - რესპუბლიკის მოედნიდან ოპერის შენობამდე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
შეკრებილებს ხელში უკავიათ პლაკატები წარწერით „ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი“.
ხვალ, 5 ივლისს ლგბტ უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ საქართველოს საპატრიარქო 17:00 საათზე ქაშუეთის ტაძართან მარშის მოწინააღმდეგეების შეკრებას აპირებს.
ლგბტ-ს მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირების შედეგად 20 ადამიანი დააკავეს
საპატრიარქო მოუწოდებს მორწმუნეებს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბონ და არ აჰყვნენ „ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.
თავის ბოლო განცხადებაში საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მარშის მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასევე უწოდა მიუღებელი „სოლიდარობის მარშის“ მხარდაჭერა დასავლეთის საელჩოების მიერ და უწოდა „მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში“ და „მათი უფლებამოსილების გადამეტება“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 5 ივლისს ლგბტ წარმომადგენლების მიმართ სოლიდარობის მარშის გამართვას გეგმავს. მარში სტარტს აიღებს „რუსთაველის“ მეტროს სადგურთან, მაგრამ საით გაემართება მსვლელობა, ამას ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ.
ყველა ახალი ამბავი
0