https://sputnik-georgia.com/20210702/Tbilisi-praidis-mowinaaRmdegeTa-aqciaze-20-adamiani-daakaves-252190375.html
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირების შედეგად 20 ადამიანი დააკავეს
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირების შედეგად 20 ადამიანი დააკავეს
Sputnik საქართველო
„პრაიდის კვირეულის" ფარგლებში პირველი ღონისძიების გამართვა კონსპირაციულ ვითარებაში ვერ მოხერხდა – კონტრაქციის მონაწილეებმა ჩატარების ადგილი იპოვეს და ხმაურიანი... 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T11:27+0400
2021-07-02T11:27+0400
2021-10-19T18:00+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188316_0:0:1281:725_1920x0_80_0_0_3133b3f25c9e27714d7b0bd0e420ab4f.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა პოლიციასთან შეტაკების დროს, რომელიც გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა, 20 ადამიანი დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს.„პრაიდის კვირეულის" ფარგლებში პირველი ღონისძიების გამართვის ადგილზე ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ დარბაზში შეჭრას, სადაც კინოჩვენება მიმდინარეობდა, მაგრამ პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ შეძლეს. მაშინ მათ სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს მათი მისამართით, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა. პირველივე ნახევარ საათში 11 ადამიანი დააკავეს, ღონისძიების ბოლოს მათი რაოდენობა უკვე 20 გახდა.არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა" სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გეგმის მიხედვით 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით" უნდა დასრულდეს.„თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ კონსერვატიული და რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები გამოდიან. ისინი „ღირსების მარშის" აკრძალვას მოითხოვენ.
https://sputnik-georgia.com/20210701/Tbilisi-praidis-kvireulis-pirveli-RonisZieba-xmauris-fonze-gaimarTa-arian-dakavebulebi-252188385.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188316_0:0:1281:805_1920x0_80_0_0_e2bb60bcdbef7b29d506550e109c0adc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველო
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირების შედეგად 20 ადამიანი დააკავეს
11:27 02.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) „პრაიდის კვირეულის" ფარგლებში პირველი ღონისძიების გამართვა კონსპირაციულ ვითარებაში ვერ მოხერხდა – კონტრაქციის მონაწილეებმა ჩატარების ადგილი იპოვეს და ხმაურიანი ძალისმიერი პროტესტი მოაწყვეს.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა პოლიციასთან შეტაკების დროს, რომელიც გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა, 20 ადამიანი დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს.
„პრაიდის კვირეულის" ფარგლებში პირველი ღონისძიების გამართვის ადგილზე ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ დარბაზში შეჭრას, სადაც კინოჩვენება მიმდინარეობდა, მაგრამ პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ შეძლეს. მაშინ მათ სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს მათი მისამართით, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა. პირველივე ნახევარ საათში 11 ადამიანი დააკავეს, ღონისძიების ბოლოს მათი რაოდენობა უკვე 20 გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა" სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გეგმის მიხედვით 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით" უნდა დასრულდეს.
„თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ კონსერვატიული და რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები გამოდიან. ისინი „ღირსების მარშის" აკრძალვას მოითხოვენ.