„თბილისი-პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება ხმაურის ფონზე გაიმართა: არიან დაკავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliლგბტ-მოწინააღმდგეების საპროტესტო აქცია
ლგბტ-მოწინააღმდგეების საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანი დააკავა, იუწყება „პირველი არხი“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილი-პრაიდმა“ სექსუალური უმცირესობების მიმართ სოლიდარობის კვირეული დაიწყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრში 5 ივლისს „ღირსების მარშით“ დასრულდება.
„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში პირველი ღონისძიება - კინოჩვენება ახლახან დასრულდა. ღონისძიებაზე ორგანიზატორებთან ერთად არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პრაიდის მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
თბილისში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტები დაშავდნენ
ღონისძიების მიმდებარედ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ღონისძიების მონაწილეებს შენობაში შესვლა და გამოსვლა პოლიციის კორდონით მოუწიათ. პრაიდის მოწინააღმდეგეები ღონისძიებაზე მისულ მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. ღონისძიების დაწყებამდე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებმა შენობიდან გამოსული „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და ღონისძიების მონაწილეების მისამართით კვლავ კვერცხები ისროლეს.
რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისინი ჯერჯერობით შენობაში რჩებიან.
ღონისძიების დასრულების შემდეგ პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო ჩატარება და თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
ზურაბიშვილი: „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
ღონისძიებების წინააღმდეგ და მათი აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან ასევე კონსერვატიული რადიკალური ორგანიზაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით ღონისძიების ჩაშლას აპირებენ.
ამასთან, ლგბტ-თემის დაცვის კვირეულმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. ღონისძიებებს მხარს უჭერენ ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0